"ყვირიან თავიანთ გაკეთებულ საქმეებზე, მაგრამ როცა ომი იწყება, გარბიან..." - კვირის პალიტრა

"ყვირიან თავიანთ გაკეთებულ საქმეებზე, მაგრამ როცა ომი იწყება, გარბიან..."

"ყვირიან თავიანთ გაკეთებულ საქმეებზე, მაგრამ როცა ომი იწყება, გარბიან..."

"ყველაზე მშვიდად ვარ სახლში, ჩემს შვილებთან და ცოლთან ერთად"

აჩიკო ნიჟარაძე წელს ბენდთან ერთად ახალ რეპერტუარზე იწყებს მუშაობს, ზაფხულის კონცერტებისთვის რომ მზად იყოს. ამბობს, რომ უყვარს თავისი მსმენელი, ყველაზე მშვიდად ოჯახში გრძნობს თავს და ის აძლევს ძალას ყველა პრობლემის გადასაწყვეტად.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მეც და ყველა მშობელმაც ჯერ საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ და გავაანალიზოთ, რას ვაკეთებთ სწორად და რას - არასწორად. თუმცა, მთლად მიშვება და იმის იმედად ყოფნა, მაინც მე დამემსგავსებიანო, მგონი, არ ივარგებს. რა თქმა უნდა, უნდა იყო სამაგალითო შვილებისთვის, მაგრამ პატარა-პატარა ჩარევები მაინც საჭიროა, გზას რომ არ ასცდეს..."

"მე უფრო მკაცრი ვარ, ვიდრე ჩემი მეუღლე. 2 ბიჭი გვყავს და მგონია, ვაჟებთან ურთიერთობაში მამები უფრო მკაცრები არიან, გოგონებთან პირიქით - დედები. უფრო კარგად იცი, რა შეიძლება იყოს ბიჭისთვის სწორი, რადგან თვითონაც გავლილი გაქვს იგივე და კარგად გესმის მათი..."

"მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და თუ თავს დაგვანებებს გარე მტერი, რომელიც მუდმივად გვებრძვის და ამ პროცესებში ყველას ითრევს, ბევრი რამ თავის ადგილას დადგება. მკურნალობასა და ექიმებზე მეტად, ის გვჭირდება, თავი დაგვანებონ არაკეთილმოსურნეებმა, რათა განვითარება შევძლოთ..." "არსებობენ ასეთი ადამიანები, ვისაც ასე უყვარს საქართველო და ქართველები, ვისაც შეუძლია იტიროს საქართველოს სადღეგრძელოს თქმისას. ასეთებზე დგას ქვეყანა. შეიძლება ტელევიზიითა და ინტერნეტით სხვანაირად ჩანდეს, მაგრამ ასეა. უბრალოდ, არ ჩანან ეს ადამიანები, რადგან სამშობლოს სიყვარულსა და გმირობას ყვირილი არ სჭირდება. ვიცი ისეთებიც, რომ გაჰყვირიან თავიანთ გაკეთებულ საქმეებზე, მაგრამ როცა ომი იწყება, გარბიან კიდეც..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 27 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი