"პოლიციის თანამშრომელმა მეგობარ ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა" - პროკურატურამ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ასახული მოძალადე პოლიციელი დააკავა - კვირის პალიტრა

"პოლიციის თანამშრომელმა მეგობარ ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა" - პროკურატურამ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ასახული მოძალადე პოლიციელი დააკავა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ქა­ლაქ ზუგ­დიდ­ში ქალ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გ.ბ. და­ა­კა­ვა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 25 იან­ვარს ქ. ზუგ­დიდ­ში, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა გ.ბ.-მ პი­რად სა­კი­თხზე წარ­მო­შო­ბი­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს მე­გო­ბარ ქალს მ.თ.-ს სა­ხე­ში ხელი რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ტყა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გ.ბ. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ცემა ან სხვაგ­ვა­რი ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის გამო, 26 იან­ვარს და­ა­კა­ვა.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში წა­რედ­გი­ნე­ბა, რის შემ­დე­გაც პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს.

შე­გახ­სებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ, პო­ლი­ცი­ე­ლის მხრი­დან ქალ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა მას მერე და­ი­წყო, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა მა­რი­ამ სი­ჭი­ნა­ვამ ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­ავ­რცე­ლა, რო­მე­ლიც მისი მტკი­ცე­ბით, ზუგ­დიდ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი

"დღეს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 16:00 სა­ათ­ზე, ზუგ­დიდ­ში მდი­ნა­რე ჩხო­უ­ში­ას სა­ნა­პი­რო­ზე. ზუს­ტად ვიცი, რომ არის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, იმი­ტომ რომ ვინც ეს ვი­დეო მო­მა­წო­და, არის ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი. როცა და­წყნარ­დე­ბა, ვა­პი­რებ, რომ გა­ვე­სა­უბ­რო და ერ­თად მი­ვი­დეთ პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ მა­რი­ამ სი­ჭი­ნა­ვამ.