"ედუ ბაბუს სანი ჰგავს პოლიტიკის მიმართ ინტერესით... ისტორია კი აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს" - კვირის პალიტრა

"ედუ ბაბუს სანი ჰგავს პოლიტიკის მიმართ ინტერესით... ისტორია კი აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს"

პიანისტი თათია შარანგია ედუარდ შევარდანძეს იხსენებს. პირველი ქორწინებიდან ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილთან, ლაშა შევარდნაძესთან მას ორი ბიჭი ჰყავს, ედუ­არ­დ და ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი.

eeduardidasani-1643223225.jpg

სოციალურ ქსელში თათია შარანგიამ ედუარდ შევარდნაძე გაიხსენა, რომელსაც 94 წელი შეუსრულდა და ამბობს, რომ მისი შვილი სანი მას პოლიტიკისადმის ინტერესით ძალიან ჰგავს.

"ედუ ბაბუს სანი ჰგავს პოლიტიკის მიმართ ინტერესით. მსოფლიო ამბებს მისგან ვიგებ. სხვა ბავშვები თუ მულტფილმებს ან ფილმებს უყურებენ,სანიკო ახალ ამბებს ან დოკუმენტურ ფილმს უყურებს გარეგნულადაც მას გავს. ბავშვობის ფოტოს ვერ განასხვავებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ მასავით ნიჭიერი და დიდი მასშტაბების ადამიანი იქნება. ისტორია კი აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს. ერთ-ერთ სამიტზე უთხრეს - ბატონო ედუარდ, ნატოს კარი საქართველოსთვის მუდამ ღიააო,- ღია კარში დიდხანს ნუ დაგვაყენებთ, ორპირი იცისო", - წერს შარანგია.