"კოს­ტი­უ­მი, რაც ფილმში მეც­ვა, უძ­ვი­რეს მა­ღა­ზი­ა­ში შე­მი­ძი­ნა. ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ჩემ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან გუ­ლუხ­ვი იყო" - კვირის პალიტრა

"კოს­ტი­უ­მი, რაც ფილმში მეც­ვა, უძ­ვი­რეს მა­ღა­ზი­ა­ში შე­მი­ძი­ნა. ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ჩემ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან გუ­ლუხ­ვი იყო"

"მი­დი­ო­და მა­ტა­რე­ბე­ლი" - ამ კო­მე­დი­უ­რი ფილ­მის მოქ­მე­დე­ბა თბი­ლი­სი­დან, ბა­თუმ­ში მი­მა­ვალ მა­ტა­რე­ბელ­ში ვი­თარ­დე­ბა. მე­ის­რის შეც­დო­მის გამო მა­ტა­რე­ბე­ლი ბა­თუ­მის ნაც­ვლად ჯერ აფხა­ზე­თის სა­ზღვარ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბა, შემ­დეგ - ჭი­ა­თუ­რა­ში. მა­ტა­რე­ბელ­ში სხვა­დას­ხვა მა­ტყუ­ა­რა და თაღ­ლი­თია თავ­მოყ­რი­ლი. ფილ­მი ჩვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლის მან­კი­ერ ამ­ბებ­ზე გვიყ­ვე­ბა, რო­გო­რი­ცაა კო­რუფ­ცია, მომ­ხვე­ჭე­ლო­ბა, გა­და­სა­ხა­დე­ბის და­მალ­ვა, ერ­თმა­ნე­თის გა­დაგ­დე­ბა.

რო­ლებს თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შო­ბენ - კახი კავ­სა­ძე, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ყიფ­ში­ძე, გოგა პი­პი­ნაშ­ვი­ლი, ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი, ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, ქეთი ცხა­კა­ია, გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვა, ბა­ა­დურ წუ­ლა­ძე, ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე, გუ­რამ სა­ღა­რა­ძე, ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი, რუს­ლან მი­ქა­ბე­რი­ძე, ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი, ნა­ტუ­კა გუ­ლი­საშ­ვი­ლი და კი­დევ ბევ­რი.

ეს ფილ­მი რამ­დე­ნი­მე დღის წინ ფო­ტო­ე­ბით მსა­ხი­ობ­მა მაკა შა­ლი­კაშ­ვილ­მა გა­იხ­სე­ნა, ჩვენ კი "მა­ტა­რებ­ლის" გახ­სე­ნე­ბა AMBEBI.GE-სთვის ვთხო­ვეთ.

მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი:

- ამ ფილ­მის­თვის რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია თე­ატ­რებ­ში და­დი­ო­და და მსა­ხი­ო­ბებს ეძებ­და. ჩემს სპექ­ტაკლზეც მო­ვი­და, და­ეს­წრო... იმის მერე ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მე­გო­ბა­რი გახ­და... ასე­ვე იყო რუ­სუ­დან გლურ­ჯი­ძე, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ში. მისი რჩე­ვი­თაც და კას­ტინგ-მე­ნე­ჯე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­მარ­ჩი­ეს იმ როლ­ზე, რაც "მა­ტა­რე­ბელ­ში" რე­ჟი­სორ­მა მომ­ცა. გა­რე­მოც­ვას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და რო­გორც ჩანს, ყვე­ლას აზრი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა...

მოკ­ლედ, გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ამ კას­ტინ­გის გა­რე­შე და­მამ­ტკი­ცა. ამის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბე­ბი სახ­ლში, თა­ვის­თან დი­ღომ­ში დაგვპა­ტი­ჟა, ბა­ტო­ნი რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძეც იყო და მა­შინ გვი­თხრა, ჩემს ფილმში ყვე­ლა­ნი თა­მა­შობთ, რო­ლებ­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ხარ­თო.

ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ჩემ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან გუ­ლუხ­ვი იყო. კოს­ტი­უ­მი, რაც ფილმში მეც­ვა, უძ­ვი­რეს მა­ღა­ზი­ა­ში შე­მი­ძი­ნა და ძა­ლი­ან დიდი თან­ხა გა­და­ი­ხა­დეს. ხში­რად ჩემი ცხოვ­რე­ბის ამ ეპი­ზოდს ვა­და­რებ ფილ­მის "Pretty woman"-ის ("ლა­მაზ­მა­ნი") კადრს, რო­დე­საც რი­ჩარდ გირი ზის და ჯუ­ლია რო­ბერტსი მა­ღა­ზი­ა­ში და­დის - იც­ვამს, იზო­მავს და სა­მოსს ყი­დუ­ლობს. ოღონდ, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში რე­ჟი­სო­რი ყი­დუ­ლობ­და და ყვე­ლა­ნა­ი­რად ჩარ­თუ­ლი იყო სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში...იხილეთ სრულად