კახეთში მკვლელობა მოხდა. 60 წლის კაცმა 36 წლის თანასოფლელს სანადირო თოფიდან ესროლა
კახეთში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაუარში, 60 წლის კაცმა 36 წლის თანასოფლელს სანადირო თოფიდან სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით ესროლა.
დაჭრილი მიღებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
"ინტერპრესნიუსი"