"იმპერია ფრანკენშტეინი" - სსრკ-ს ბოლო გაბრძოლება - კვირის პალიტრა

"იმპერია ფრანკენშტეინი" - სსრკ-ს ბოლო გაბრძოლება

იმას, რასაც ახლა, ამ ეპოქის თანამედროვენი თვალს ვადევნებთ საერთაშორისო პოლიტიკურ ავანსცენაზე, ეს არის საბჭოთა კავშირის აღდგენის უკანასკნელი მცდელობა, რომელსაც რუსეთის პოლიტიკური ელიტა, ჩასაფრებული ელოდა!

საქართველოსთვის, ჯერ არ ყოფილა იმდენად დიდი და ხანგრძლივი საფრთხე ცივილიზაციური თვალსაზრისით, ვიდრე დღევანდელი რუსეთია. ეს მტკიცებულება ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს, სადაც დღევანდელი რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს პოლიტიკური გავლენა, რომელიც გამორიცხავს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების, დასავლეთთან მოკავშირეობასა და იმ ცივილიზაციურ განვითარებას, რომლითაც მთელი ეს სივრცე დანარჩენ კაცობრიობას რამდენიმე ათეული წლით ჩამორჩება, უახლოეს წარსულში იგივე სსრკ-ს არსებობის გამო!

დასავლეთისადმი წაყენებულმა ულტიმატუმმა, რომელიც მოსკოვიდან გაიგზავნა, დასაველთის ორ პოლიტიკურ დედაქალაქში, ცხადყო ის დამოკიდებულება, რომელიც პუტინის დღევანდელ რუსეთს გააჩნია ამ სივრცესთან დაკავშირებით და იქ ვერაფერს რაციონალურს, ამ სახელმწიფოებისთვის ვერ იპოვით. ულტიმატუმის შინაარსმა ცხადყო, რომ დღევადენლი მოსკოვის გათვლა დაფუძნებულია არა კონკურენციასა და უკეთესი ცივილიზაციური განვითარების შეთავაზებაზე, არამედ ძალასა და პრობლემების შექმნის შესაძლებლობაზე, რომელი პრობლემაც იმდენად მაღალი ხარისხის შეიძლება იყოს, რომ მიზანში ამოღებული ერისთვის, ეგზისტენციურ საფრთხედ იქცეს. ასეთი ხარისხის პროცესს გავდივართ ახლა ჩვენც და უკრაინაც, რუსეთის ამბიციებისა და იმ ბირთვული პოტენციალის გამო, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია.

მოსკოვიდან გაგზავნილი ულტიმატუმი ე.წ. "კოლექტიურ დასავლეთს", ცნონ რუსეთის უპირატესი გავლენის ზონები და შეაჩერონ ყოფილი სსრკ-ს წევრი ქვეყნების გაწევრიანება NATO-ში, კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ რუსეთი თავის მეზობელ ქვეყნებს არ განიხილავს, სრულყოფილი სუვერინეტეტის მქონე სახელმწიფოებად და თანასწორუფლებიანობას სამეზობლო საკითხებში. მისთვის უპირატესი ამოცანაა ჰყავდეს დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ქვეყნის მმართველი ელიტა და მათი მეშვეობით ხლეჩდეს საზოგადოებებს ორად, ისე, როგორც ეს ჩვენ გაგკვიკეთეს 2012 წლიდან მოყოლებული.

მოსკოვის ეს გააფთრება, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს, მრავალი ფაქტორით არის გამოწვეული და უპირველესი გამომწვევი მიზეზი, ეს არის ის ჩამორჩენილობა სამხედრო ტექნოლოგიებში, რომელსაც რუსეთი აშკარად გრძნობს დასავლეთთან მიმართებაში და ხვდება, რომ იმ ბირთვულ პოტენციალს, რომელსაც ახლა ფლობს, მარადიულად ვერ დაეყრდნობა და მალე საკუთარი ბიუჯეტისა და სისტემისთვის უფრო დიდი პრობლემა გახდება, ვიდრე შემაკავებელი ფაქტორისგან მიღებული შედეგი იყო. ამიტომაც არის რომ რუსეთს არ აქვს დიდი დრო ასეთი გლობალური ამბიციის განსახორციელებლად, ამავე დროს კი ხედავს რომ დასავლეთი ერთგვარად დაღლილი და დაქსაქსულია. ამის გამო კი შესაძლოა მოსკოვსა და მის მოკავშირე დედაქალაქებში ფიქრობდნენ, რომ ახლა არსებობს ერთგვარი შესაძლებლობების ფანჯარა, ერთხელ უკვე დანგრეული სსრკ-ს რეანიმაციისა, რომელიც მისცემს რუსეთს შესაძლებლობას დაიბრუნოს ის გავლენა, რომელიც სსრკ-ს გააჩნდა. ამისთვის კი გარდა უკრაინისა და საქართველოს შუბლზე მიდებული გატენილი იარაღისა, კრემლს არაფერი აქვს შესათავზებელი!

ომი რომელიც ახლა ყველას გვაშინებს - გარდაუვალია! გარდაუვალია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ რუსეთს არც დაუტოვებია სხვა შესაძლებლობა და ნაბიჯ-ნაბიჯ, წლების განმავლობაში მოდიოდა აქამდე. პუტინს და რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, შეიარაღებაში აქვთ აღებული არაბული სამყაროს შენარჩუნებული ლიდერების გამოცდილება, რომლებმაც საკუთარი ხალხისა და მეზობელი ერების გვამებზე გადაიარეს და ისე შეინარჩუნეს ძალაუფლება, გავლენა და შექმნეს პრობლემები დასავლეთისთვის. მთელ ამ პროცესებში კი რუსეთი ჩართული იყო და შეიქმნა წარმოდგენა, რომ დასავლეთმა საბოლოოდ უარი თქვა ძალის გამოყენებაზე. ეს არის პუტინის ყველაზე დიდი შეცდომა და ტყუილად ჰგონია, რომ არაბული ქვყნების პრობლემები, მხოლოდ ამერიკის ან კოლექტიური დასავლეთის პრობლემაა. პუტინი და ზოგადად რუსეთი უფრო დიდი პრობლემის წინაშე დგას, რომელსაც რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას:

რეალურად ის რაც ახლა მოსკოვის კაბინეტებში იგეგმება, არის ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის გალღვობის შედეგად წარმოქმნილი ახალი უმოკლეს საზღვაო გზაზე კონტროლის დაწესება, რომელიც ბალტიის ზღვიდან იწყება, მთელი რუსეთის ტერიტორიას გასდევს ჩრდილოეთით და სრულდება წყნარ ოკეანეში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ ცდილობს ახლა რუსეთი ბალტიისა და შავი ზღვების რეგიონზე მოიპოვოს გავლენა. ამით რუსეთს სურს ხელში ჩაიგდოს ის ლოგისტიკური ბერკეტი, რომელიც უახლოესი წლების განმავლობაში ძალზედ აქტუალური გახდება და მნიშვნელოვანწილად აისახება მსოფლიოში ტვირთბრუნვასა და შესაბამისად ეკონომიკაზე. რუსეთს კი გადაწყვეტილი აქვს ესოდენ მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი, საკუთარ კონტროლზე აიყვანოს და ერთპიროვნულად იყოს მისი განმკარგველი. თანაც გაითვალისწინეთ რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ტერიტორიის უდიდიესი ნაწილი, საერთოდ არ მონაწილეობს გლობალურ ეკონმიკაში, რომელსაც 2008 წლის კრიზისიდან მოყოლებული, ძალიან დიდი პრობლემები აქვს და საჭიროებს ახალ იმპულსს რადგან დღეს არსებული მოცემულობით, ხმელეთის მესამედის უმონაწილეობა გლობალურ ეკონომიკაში ყველზე მეტად თვალშისაცემია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

სწორედ ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ისედაც გამოუყენებელ და აუთვისებელ ტერიტორია/რესურსებს, რომელსაც არაფრისდიდებით არ აცივილურებს, მოსკოვი ვერ შეინახავს მარადიულად!

სწორედ ამიტომაც, მგონია რომ ახლა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი პოსტ-საბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში, როდესაც მოსკოვს საკუთარი იმპერიის საზღვრების აღდგენის ბოლო მცდელობა აქვს. ეს ისტორიული ლოგიკაც არის იმ ყველაფერთან ერთად, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და ტყუილი იმედი აქვთ ლუბიანკაზე რომ ფონს გავლენ და დაიბრუნებენ სსრკ-ს დროინდელ გავლენას.

ჩემი ღრმა რწმენით (შესაძლოა სურვილითაც) პუტინის მცდელობა, რომ აღადგინოს სსრკ, წარუმატებელია და ეს უნდა გახდეს ასეთი მცდელობის უკანასკნელი პრეცედენტი, რომელიც იმდენად წარუმატებელი და უშედეგო უნდა იყოს, რომ ვერასოდეს მოხდეს მისი რეანიმირება.

ცალკე საკითხად უნდა გამოვყო, პოსტსაბჭოთა სივრცეში რიგით ადამიანთა დამოკიდებულება მოსკოვის ამ პროექტზე.

ზოგისთვის, სსრკ ისევ 1970-80-იანი წლების მოცემულობით არის აღბეჭდილი მეხსიერებაში და ჰგონიათ, რომ საკმარისი იქნება, პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი ისევ მოსკოვში გადავიდეს, რომ ყველაფერი ის უკან დაბრუნდება და ისევ "მშვიდ" ცხოვრებას დაუბრუნდებიან. რაც დამეთანხმებით სრული აბსურდია და თუკი ვინმეს მაინცდამაინც ცხადად ვერ წარმოგიდგენიათ ის თუ რა მოხდება მოსკოვის ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, შეგიძლიათ მარტივად გადახედოთ სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, თავად რუსეთს და მიხვდებით თუ რას გუსლიხმობს რუსეთის ეს გეგმა და როგორ ესთეტიკაში მოგვიწევს ცხოვრება.

სსრკ-მა თავისი ძლევამოსილების პიკზე ვერ შეძლო მოქალაქის ღირსეული არსებობის უზრუნველყოფა და მილიონობით ადამიანის სისხლი დაღვარა სრულიად ტყუილი, აბსურდული მსოფლიო პროლეტარიზმის სახელით. ახლა კი პროლეტარიზმი მართლმადიდებლობით შეცვალეს და ასე ცდილობენ, კომუნიზმთან დაჰიბრიდებული რელიგიადწოდებული იდეოლოგიის საფუძვლებით, მახინჯი წარმონაქმნის რეაბილიტაციას, რომელიც კიდევ უფრო მახინჯ ფორმებს მიიღებს და შეგვრჩება "იმპერია ფრანკეშტეინი", რომელიც ისე გაგვანადგურებს, ერთი წამითაც არ დაფიქრდება!

დღეს, ყოფილი სსრკ-ს წევრი ქვეყნების მოსახლეობა ვართ ის თაობა, რომელმაც ეს კატასტროფა აღარ უნდა დაუვუშვათ, ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და ისტორიიდან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, რომ აშკარად ველური, მტაცებლური გენის მატარებელი ერის მიერ, პოლიტიკური იდეოლოგების ტრანსლაცია და მათდამი მორჩილება, ძალიან საშიში მოვლენაა და ანადგურებს ერის თვითმყოფადობას...

ამიტომ - დღეს თუ თავი გვაქვს დასაცავი რამისგან, ეს არის რუსეთი და ის იდეოლოგია, რომელსაც ის ტრანსლირებს!