"აშშ-ის პასუხში მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის" - რას აცხადებს ლავროვი? - კვირის პალიტრა

"აშშ-ის პასუხში მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის" - რას აცხადებს ლავროვი?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-ის მიერ წარდგენილ წერილობით პასუხში მთავარ საკითხზე -ნატო-ს აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, პოზიტიური რეაქცია არ არის.

"რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს, არის რეაქცია, რომელიც მნიშვნელოვანი საუბრის დაწყების იმედს იძლევა, მაგრამ მეორეხარისხოვან საკითხებზე“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი განმარტებით, მოსკოვისთვის მთავარი საკითხია პოზიცია, რომ დაუშვებელია აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს შემდგომი გაფართოება და ისეთი დამრტყმელი შეიარაღების განთავსება, რომელიც შესაძლოა რუსეთის ტერიტორიას ემუქრებოდეს.

"ინტერპრესნიუსი"