რა ქონებას ფლობენ ეკა ხოფერია და მისი მეუღლე? - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობენ ეკა ხოფერია და მისი მეუღლე?

2020 წლის 29 დე­კემ­ბერს ეკა ხო­ფე­რია აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჟურ­ნა­ლის­ტად მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ხო­ფე­რი­ამ სა­ჯა­რო უწყე­ბა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ის დღემ­დე მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებს.

ეკა ხო­ფე­რი­ამ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში შე­ავ­სო. მი­ნისტრს ჰყავს ექი­მი მე­უღ­ლე მი­ხე­ილ ხუ­ჯა­ძე და სამი შვი­ლი. ანა­ნო ლე­ვი­ძე პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან და ნი­კო­ლოზ და ირაკ­ლი ხუ­ჯა­ძე­ე­ბი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან.

უძ­რავ ქო­ნე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ეკა ხო­ფე­რი­ას, დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ერთი ბინა აქვს, რო­მე­ლიც 2011 წელს 174 ათას დო­ლა­რად თბი­ლის­ში, არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე შე­ი­ძი­ნა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ანა­ნო ლე­ვი­ძემ 2013 წელს ჩუ­ქე­ბით მი­ი­ღო 50 ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი თბი­ლის­ში, ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე. იმა­ვე წელს ანა­ნოს აჩუ­ქეს 55 ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ბინა თბი­ლის­ში, გა­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, თუ ვინ - ეს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ ჩანს.

ხო­ფე­რი­ას მე­უღ­ლემ მი­ხე­ილ ხუ­ჯა­ძემ 2021 წელს, კა­ხეთ­ში, სო­ფელ იყალ­თო­ში 22 ათას დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა 3 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი.

მას ასე­ვე 2001 წელს შე­უ­ძე­ნია 1800 კვ. მ.მი­წის ნაკ­ვე­თი მთაწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში, 2003 წელს კი 400 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი უყი­დია შინ­დის­ში. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე 2017 წელს 70 ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ბინა თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს ეკა ხო­ფე­რი­ას "თი­ბი­სი ბან­კის" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 2044,62 ლარი ჰქონ­და, მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე კი 53 დო­ლა­რი.

მი­ხე­ილ ხუ­ჯა­ძეს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 1320 დო­ლა­რი. ანა ლე­ვი­ძეს 4300 ლარი, ეკა ხო­ფე­რი­ას კი სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ან­გა­რიშ­ზე 1987,82 ლარი აღ­მო­აჩ­ნდა.

იმ­ჟა­მად ეკა ხო­ფე­რია "თი­ბი­სი ბან­კის" საკ­რე­ტი­დო ან­გა­რიშ­ზე 15 ათა­სი დო­ლა­რი ერი­ცხე­ბო­და. მი­ხე­ილ ხუ­ჯა­ძეს "პროკ­რე­დიტ ბან­კში" ანა­ბარ­ზე 30 ათა­სი ლარი ჰქონ­და. ანა­ნო ლე­ვი­ძეს კი Banco Santander-ის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 1200 ევრო ერი­ცხე­ბო­და.

შვი­ლებს ნი­კო­ლოზ და ირაკ­ლი ხუ­ჯა­ძე­ებს ანა­ბარ­ზე "თი­ბი­სი ბან­კში" ორი­ვეს ცალ-ცალ­კე 4735,74 ლარი ერი­ცხე­ბო­დათ.

მი­ხე­ილ ხუ­ჯა­ძე შპს "ფრან­გულ-გერ­მა­ნუ­ლი ხუ­ჯა­ძე-გოგ­ნი­აშ­ვი­ლის კლი­ნი­კის" პარტნი­ო­რი და 33.3%-ის მფლო­ბე­ლია, ივა­ნე ქე­ვა­ნიშ­ვილ­თან და გი­ორ­გი გოგ­ნი­აშ­ვილ­თან ერ­თად. მან სა­წარ­მო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში 2020 წელს 100 ათა­სი ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო. იხილეთ სრულად