"როგორც ირაკლის შემთხვევაში იყო, ზუსტად ასე მოხდა ახლაც" - ვინ არის ქეთათოს რჩეული?
ქეთათო პოპიაშვილი წლების წინ საზოგადოებამ ირაკლი ჩარკვიანთან შეუღლების შემდეგ გაიცნო. ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი მალევე გახდა პოპულარული. არაორდინარული წყვილის სიმღერები დღემდე მსმენელის დიდი სიყვარულით სარგებლობს.
ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ ქეთათოს დიდი ხნის განმავლობაში პირადი ურთიერთობა არავისთან ჰქონია. რამდენიმე წლის წინ კი "ინსტაგრამზე" ახალგაზრდა მამაკაცთან გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო, თუმცა საჯაროდ მის შესახებ არ საუბრობდა.
პირველად ამ თემაზე ქეთათომ გადაცემაში "ბაიასთან" ისაუბრა. ამბობს, რომ მის რჩეულთან ერთად უკვე 5 წელია ურთიერთობა აქვს, თუმცა ამას ოფიციალური სახე არ აქვს. ქეთათის რჩეული გივიკო ფანცულაიაა.
"მე და ჩემი მეორე ნახევარი 5 წელია ერთად ვართ. ოჯახის შექმნაში მაინცდამაინც თუ იმას გულისხმობთ, რომ ჯვარი უნდა დაიწერო და ხელი მოაწერო, მე ირაკლისთან ურთიერთობისთვისაც არ მიმიცია არანაირი ოფიციალური სახე. უბრალოდ ვთვლი, რომ როცა გინდა ადამიანზე ზრუნვა, ის ხდება შენი მეორე ნახევარი.
როგორც ირაკლის შემთხვევაში იყო, ზუსტად ასე მოხდა ჩემსა და გივიკოს შორის. გავიცანით ერთმანეთი... ადამიანებს შორის როდესაც სატელეფონო საუბრები ზომაზე მეტ ხანს გრძელდება, აქვთ საერთო შეხების წერტილები, არის მიზიდულობის მომენტი და ინტერესი, ეს უკვე ძალიან კარგია" - ამბობს ქეთათო. იხილეთ სრულად