კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის გაუქმების თაობაზე - რას წერს იურიდიული ფირმა BLB-ი? - კვირის პალიტრა

კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის გაუქმების თაობაზე - რას წერს იურიდიული ფირმა BLB-ი?

ლე­გენ­და­რულ მო­ჭად­რა­კეს ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­სა და Netflix-ს შო­რის სა­სა­მარ­თლო დავა გრძელ­დე­ბა. იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია BLB-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა Netflix-ის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა საქ­მის წარ­მო­ე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ. მო­სა­მარ­თლემ არ გა­ი­ზი­ა­რა მო­პა­სუ­ხე მხა­რის არ­გუ­მენ­ტა­ცია გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბით დაც­ვის შე­სა­ხებ.

"იურ­დი­უ­ლი ფირ­მა BLB-ი სა­ქარ­თვე­ლოს ულო­ცავს ქალ­ბა­ტონ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის კი­დევ ერთ გა­მარ­ჯვე­ბას კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში! მო­სა­მარ­თლე ვირ­ჯი­ნია ფი­ლიპს­მა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა კი­ნო­ინ­დუსტრი­ის მაგ­ნა­ტის, Netflix-ის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა საქ­მის წარ­მო­ე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ. მო­სა­მარ­თლემ არ გა­ი­ზი­ა­რა Netflix-ის არ­გუ­მენ­ტა­ცია გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბით დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გი­ლო­ცავთ ამ გა­მარ­ჯვე­ბას!" - წე­რია კომ­პა­ნი­ის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

ქარ­თველ­მა მო­ჭად­რა­კემ, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა სტრი­მინგ კომ­პა­ნია Netflix-ს გა­სულ წელს უჩივ­ლა.

დავა ეხე­ბა "ნე­ტფ­ლიქ­სის" პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალს "ლა­ზი­ე­რის გამ­ბიტს", რომ­ლის მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბელ­საც, რო­გორც გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ჩი­ვარ­ში წე­რია, მის შე­სა­ხებ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს და მისი რე­ა­ლუ­რი მიღ­წე­ვე­ბი გა­ა­უ­ფა­სუ­რეს.