"აბსოლუტურად მცდარი იყო ის დიაგნოზი, რომელიც საქართველოში დამისვეს...სულელურ ოპერაციას გადამარჩინა თავდაცვის მინისტრობამ" - კვირის პალიტრა

"აბსოლუტურად მცდარი იყო ის დიაგნოზი, რომელიც საქართველოში დამისვეს...სულელურ ოპერაციას გადამარჩინა თავდაცვის მინისტრობამ"

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადაცემა "სხვა კითხვებში" საკუთარ ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცდარი დიაგნოზი დაუსვეს საქართველოში.

"დაახლოებით 7 წლის წინ შეცდომით მითხრეს, რომ ისეთი ტიპის, ისეთი ფორმის სიმსივნე მქონდა და თუ ოპერაციას არ გავიკეთებდი ვეღარ გადავრჩებოდი. ის დღე იყო ალბათ ყველაზე უფრო მძიმე დღეს ჩემს ცხოვრებაში, აი როცა, უცებ, ერთ წუთში მთელი ცხოვრება გაგირბენს თვალ წინ და მერე მომავალი ცხოვრებაც რომ გაირბენს და რამდენი დაგრჩა იმაზე იწყებ ფიქრს... ყველა დღე ისე უნდა იცხოვრო, როგორც უკანასკნელი. ამ დიაგნოზის შესახებ სამწუხაროდ, ერთ-ერთმა ძალიან გამოჩენილმა ქართველმა ექიმმა მითხრა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი აკითხავს ამ ქვეყანაში რჩევისთვის, პატრონობისთვის და ამ პრობლემის მოგვარებისთვის. გადავამოწმე დიაგნოზი, ოღონდ საქართველოში არა. იმიტომ, რომ შეუძლებელია ადამიანი ესე სასიკვდილოდ გადადებული იყო ისე, როგორც მე ვიყავი. თუ სამ დღეში უნდა მოვკდე ეს ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ განწყობა მაინც უნდა გქონდეს ცუდი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ფიზიკურად სუსტად უნდა იყო, ამიტომ ვერ დავიჯერე, რომ ეს სიმართლე იყო, თუმცა იმდენად დიდი სახელის ექიმი იყო, რომ ემოციის გარეშე ყოფნა და იმის თქმა, რომ ახლა ამან რა იცის გამიჭირდა. ეს ყველაფერი თავდაცვის მინისტრობაზე დანიშვნიდან ორ თვეში ხდება... ძალიან სასაცილო იყო იმიტომ, რომ ერთის მხრივ მეუბნებოდნენ, რომ რაღაცა ფუნდამენტურად მორჩა და მე ამისთის არ მეცალა. სულელურ ოპერაცის გადამარჩინა თავდაცვის მინისტრობამ იმ გაგებით, რომ პირველი ვიზიტი ამერიკაში მქონდა. სწორედ იმ ოთხშაბათის შემდეგ ხუთშაბათს ვიწყებდი ვიზიტს, როდესაც ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. შესაბამისად იქვე ვთქვი, რომ ოპერაცია გამორიცხულია იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი მქონდა. ოპერაცია რომც გამეკეთებინა, არ ვიცი როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, რადგან საქართველოში მითხრეს, რომ ფარისებრი ჯირკვალზე მქონდა სიმსივნე და უნდა ამომეჭრა, არადა აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია ჩემი ფარისებრი ჯირკვალი. აბსოლუტურად მცდარი იყო ის დიაგნოზი, რომელიც საქართველოში დამისვეს", - აღნიშნა ხიდაშელმა.