რა ქონებას ფლობენ ცნობილი მოდელი თაკო ჩხე­ი­ძე და მისი მეუღლე? - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობენ ცნობილი მოდელი თაკო ჩხე­ი­ძე და მისი მეუღლე?

ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, აფხა­ზე­თი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­ჯდო­მა­რე რუს­ლან აბა­ში­ძე გაგ­რა­ში 1971 წელს და­ი­ბა­და. აბა­ში­ძემ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ხუ­მის ფი­ლი­ა­ლის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. შემ­დეგ სწავ­ლობ­და გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტში და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დიპ­ლო­მა­ტი­ურ აკა­დე­მი­ა­ში. 1996 წლი­დან რუს­ლან აბა­ში­ძე მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. რუს­ლან აბა­ში­ძე გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ეს­ტო­ნეთ­ში. 2019 წლის 11 დე­კემ­ბრი­დან კი აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­ჯდო­მა­რის პოსტს იკა­ვებს. მისი მე­უღ­ლეა წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი და ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი თაკო ჩხე­ი­ძე. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს: 21 წლის სერ­გი, 13 წლის ალექ­სან­დრე და 11 წლის და­ვი­თი.

რუს­ლან აბა­ში­ძემ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში შე­ავ­სო.

ცნო­ბი­ლი წყვი­ლის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა:

დო­კუ­მენ­ტში ვკი­თხუ­ლობთ, რომ თაკო ჩხე­ი­ძემ 2019 წელს 25 ათას ლა­რად ბა­გებ­ში, ნუ­შებ­ში 600 კვ. მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა.

რუს­ლან აბა­ში­ძის სა­ხელ­ზეა კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი გაგ­რა­ში, რო­მე­ლიც მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცა. ას­ვეე 300 კვ. მ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და 7500 კვ.მ. ნაკ­ვე­თი, გაგ­რა­ში პარ­კის ქუ­ჩა­ზე.

თაკო ჩხე­ი­ძის სა­ხელ­ზეა 2006 წელს შე­ძე­ნი­ლი ბინა თბი­ლის­ში გამ­სა­ხურ­დი­ას ქუ­ჩა­ზე. 250 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ქალ­მა 185 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

2005 წელს ჩხე­ი­ძემ გუ­და­ურ­ში შე­ი­ძი­ნა 60 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი, რა­შიც 37 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. იხილეთ სრულად