მშობლები პრინც ჯორჯის ჰობს მკაცრად აკონტროლებენ
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მრავალი ბრიტანელისთვის მისაბაძი წყვილია. მეუღლეებს სამი შვილი ჰყავთ, რასაც ისინი ნაკლებად უსვამენ ხაზს. უკვე ცხადია, რომ უფროსი მემკვიდრე - 8 წლის პრინცი ჯორჯი ერთ დღესაც დაიკავებს ბრიტანეთის ტახტს. შეგახსენებთ, რომ ის ახლა მესამეა რიგში ბაბუა ჩარლზისა და მამა უილიამის შემდეგ.
ბუნებრივია, ბევრს აინტერესებს, როგორ იზრდებიან კემბრიჯის ჰერცოგის და ჰერცოგინიას მემკვიდრეები. პრინცმა საიდუმლოების ფარდის ახდა გადაწყვიტა და უფროსი ვაჟის ერთ ჰობიზე ისაუბრა. უილიამი ეწვია BAFTA-ს შტაბ-ბინას, სადაც ამაზე ისაუბრა ჰარი პეტჩთან.
პრინცმა არ დამალა, რომ უფროს შვილს ძალიან უყვარს ვიდეო თამაშები. თუმცა, ის და ქეითი ყოველთვის თვალ-ყურს ადევნებენ ბავშვის გატაცებას, თუ რამდენ დროს უთმობს მათი მემკვიდრე გაჯეტებთან ურიერთობას.
„ჩვენ უნდა დავარეგულიროთ დრო, რომელსაც ისინი თამაშებს უთმობენ. ეს ახლა ჩვენთვის პრიორიტეტული ამოცანაა. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - თქვა უილიამმა. მან დაამატა, რომ ჯორჯს უყვარს ვიდეო თამაშები, მაგრამ შარლოტა და ლუი ჯერ კიდევ არ არიან ჩართულნი სათამაშო ინდუსტრიაში და ფილმების ყურებას ამჯობინებენ.