როგორ გამოავლინა პოლიციამ 4 ნარკორეალიზატორი - ფარულად გადაღებული კადრები და შსს-ს განცხადება ნარკოდანაშაულის გახსნაზე - კვირის პალიტრა

როგორ გამოავლინა პოლიციამ 4 ნარკორეალიზატორი - ფარულად გადაღებული კადრები და შსს-ს განცხადება ნარკოდანაშაულის გახსნაზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს და ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბოლო პე­რი­ოდ­ში, სხვა­დას­ხვა დროს, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 9 პირი და­ა­კა­ვეს.

შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.ა.-ს, 1975 წელს და­ბა­დე­ბულ ბ.შ.-ს, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს - 1988 წელს და­ბა­დე­ბულ ა.გ.-ს, ასე­ვე, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ პი­რებს: 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ა.-ს და 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ჯ.-ს ბრა­ლი ედე­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში, ხოლო 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.კ., უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე - 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე. ს., 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ. ს. და 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი. დ. ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი.

„და­ნა­შა­უ­ლე­ბი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პო­ლი­ცი­ამ ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტორ­თა გა­მო­სავ­ლე­ნად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დე­ნი­მე ეტა­პად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის", „ჰე­რო­ი­ნის“ და „მა­რი­ხუ­ა­ნის“ სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვე­ბი და მათი ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა.

ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სა და პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბი­ლი სათ­ბუ­რი­დან, ნივთმტკი­ცე­ბად

ამო­ი­ღეს: „ჰე­რო­ი­ნის“ შემ­ცვე­ლი 1 კი­ლოგ­რა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, 6 ამ­პუ­ლა „მორ­ფი­ნი“, 5 შეკ­ვრა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ჰე­რო­ი­ნი", 5 ცალი კონ­ტე­ი­ნე­რი მას­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი მე­ტა­დო­ნის სი­თხით, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ლი­ზერ­გი­დის" (LSD) შემ­ცვე­ლი 300 ფირ­ფი­ტა, 5 კი­ლოგ­რა­მამ­დე "მა­რი­ხუ­ა­ნა", ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა “ამ­ფე­ტა­მი­ნი”, ასე­ვე, 35 გრა­მი ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბა "პსი­ლო­ცი­ნის" შემ­ცვე­ლი სოკო.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 260-ე მუხ­ლის მე-6 და მე-7 ნა­წი­ლე­ბის "ა" ქვე­პუნ­ქტით, 265-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და 273-ე 1-ლი პრი­მა მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.