"ამ დროს, ერთი რუსი ქალი "გამოხტა" - ეგ მაგათი პროფესიაა და ამაში ხელფასს იღებენო!" - რას წერს სოციალურ ქსელში გია ხუროშვილი - კვირის პალიტრა

"ამ დროს, ერთი რუსი ქალი "გამოხტა" - ეგ მაგათი პროფესიაა და ამაში ხელფასს იღებენო!" - რას წერს სოციალურ ქსელში გია ხუროშვილი

საქართვლოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი, რომელიც წლებია აშშ-ში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"გუშინ Farmers Market-ში (ანუ ბაზარში) შევედი.

ჩემ წინ ექთნის ფორმაში გამოწყობილი გოგონა იდგა, აშკარად ეტყობოდა, რომ აგვიანდებოდა. ამ სიჩქარეში საფულეც დავიწყებია მანქანაში და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. უკან ბევრი ხალხი დგას, ამან გაატარა ნაყიდი პროდუქტი და ფული არ აქვს.

ამ დროს, მოლარესთან გაჩნდა 20-22 წლის მექსიკური გარეგნობის გოგონა, რომელმაც 100 დოლარიანი გაუწოდა გამყიდველს და ყველას გასაგონად თქვა: ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ მადლიერება გამოვხატოთ მედ-მუშაკების წინაშე, ჩვენ რომ სახლში ვემალებით ვირუსს, ეს ხალხი იბრძვის ჩვენს გადასარჩენად.

ამ დროს, ერთი რუსი ქალი გამოხტა და ამბობს, ეგ მაგათი პროფესიაა და ამაში ხელფასს იღებენო!

მექსიკელი პასუხობს: ეს მუშაობს და იღებს ხელფასს, აი, თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები კი მათი გადახდილი გადასახადებით წლების განმავლობაში იღებთ დაუმსახურებელ სარგებელს...

ეს ყველაფერი 3 წუთში მოხდა. ათასი მადლობა და ბოდიში გადაიხადა ნერსმა, (ექთანმა)....

ბოლოს ტაშის ხმა გავიგონე, რიგში მდგარი ადამიანები ტაშს უკრავდნენ და ემოციებს ვერ მალავდნენ ამ პატარა გოგონას ნამოქმედარის გამო!.....

ბოლოს ამ გოგონამ თქვა: გუშინ მე მოსამართლემ დეპორტი გამომიტანა, თუმცა მე მადლიერი ვარ ამერიკელი ხალხისო!....

გაიგე ახლა, სად არის სამართლიანობა?!" - წერს გია ხუროშვილი.