"ჩემთვის ყველაზე დიდი ადრენალინია, როდესაც წარმოდგენა არ მაქვს, საით უნდა წავიდე" - ქართველი გოგონა, რომელიც მეუღლესთან ერთად მსოფლიოს ავტოსტოპით უვლის
ლიკა დუმბაძე სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანის ინტერესს და აღფრთოვანებას იწვევს. იგი მთელ მსოფლიოში მინიმალური ფინანსებით მოგზაურობს, გამომწერებს შთაბეჭდილებებს, საოცარ თავგადასავლებს უზიარებს და ამბობს, რომ ამას ყველა შეძლებს, მთავარია სურვილი და რწმენა.
ლიკა პროფესიით ქორწილების ორგანიზატორია, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მხარეში, ამალფის სანაპიროზე მუშაობს. წელიწადში 7 თვე მუშაობს 5 თვე კი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს.
ლიკა დუმბაძე ამჯერად არგენტინაშია და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ:
- ჩემი მეუღლე როცა გავიცანი, ის უკვე საკმაოდ გამოცდილი მოგზაური იყო. მეუღლე გახლავთ რაფაელე ამატო... ორივემ ერთად დავამთავრეთ მაგისტრატურა - სპა და ველნესის მენეჯმენტი. პროფესიით თერაპისტია და უძრავი ქონების ბიზნესი აქვს იტალიაში. ჩემი და მისი ცხოვრების წესი ძალიან კარგად შეერწყა ერთმანეთს და ამის გამოა, რომ უკვე 7 წელია ცხოვრების ყველაზე გამომწვევ პერიოდებს ერთად გავდივართ, მათ შორის ექსტრემალური მოგზაურობაა.
ვმოგზაურობთ ზურგჩანთით, ვყიდულობთ ერთი გზის ბილეთს და 3-4 თვის განმავლობაში არჩეულ კონტინენტზე ხმელეთით გადავადგილდებით, არ ვიყენებთ შიდა ფრენებს. თავგადასავლების ძიებაში, ხმელეთით ისეთი ქვეყნების საზღვრები გადავკვეთეთ როგორიც არის - ნიკარაგუა, ელ-სალვადორი, ჰონდურასი, გვატემალა, მექსიკა, ბელიზე, კოსტარიკა. ვიმოგზაურეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ასევე ხმელეთით გადაკვეთეთ მიანმარის, ტაილანდის, ლაოსის, კამბოჯას და ვიეტნამის საზღვრები. ამჟამად სამხრეთ ამერიკაში ვმოგზაურობთ...
მოგზაურობის დროს ვცდილობთ ძალიან ცოტა დრო დავუთმოთ ტურისტული ადგილების მონახულებას და უფრო მეტი დრო ადგილობრივებთან ურთიერთობაში გავატაროთ. ამიტომ არის, რომ ძირითადად ავტოსტოპით და ადგილობრივი ტრანსპორტებით გადავადგილდებით, რათა რაც შეიძლება ღრმად შევიგრძნოთ ადგილობრივი კულტურა. მოგზაურობის დროს გეგმებს არ ვაწყობ, არც წინასწარ ვჯავშნი ჰოსტელებს და სასტუმროებს, ჩემთვის ყველაზე დიდი ადრენალინია, როდესაც რომელიმე ქვეყნის საზღვარს გადავკვეთ და წარმოდგენა არ მაქვს, საით უნდა წავიდე, ან ინტუიციას მივყვები ან ადგილობრივების რჩევებს. არც ბლოგების კითხვა არ მიყვარს და არც ადგილობრივი სიმბარათისა და ინტერნეტის გამოყენება. ამის გამო ხშირად შემქმნია დაბრკოლებები, რომელიც ჩემთვის თავგადასავალი უფროა, ვიდრე დაბრკოლება...
დღესდღეობით იმდენად ადვილია აიღო ფრენის ბილეთი და მოხვდე დანიშნულების ადგილზე, რომ თითქმის მოსაწყენიც კი გახდა ჩვენთვის ასე მოგზაურობა. მსოფლიოს გარშემო, ზურგჩანთით 7 წლიანი მოგზაურობის შემდეგ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არ არსებობს უკეთესი გზა ადგილობრივების გასაცნობად, ვიდრე ავტოსტოპი... მოგზაურობაში ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ვტოვებ კომფორტის ზონას, როგორ ვლახავ დაბრკოლებებს, როგორ ვიზრდები ყოველი ქვეყნის ნახვის შემდეგ, როგორ ვიძენ მეგობრებს ყველა ქვეყანაში, როგორ ვსწავლობ მათ წეს-ჩვეულებებს, ამ ყველაფერი მიღება მე ყველაზე კარგად ავტოსტოპით შემიძლია. არასოდეს ვიცი სად წამიყვანს ცხოვრება, მაგრამ ვენდობი გზას.იხილეთ სრულად