სიღნაღის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა - კვირის პალიტრა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ ჯუგაანში 70- წლამდე ასაკის ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი ძარცვას უკავშირდება, ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ქალს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 108 მუხლით მიმდინარეობს, რც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.

"ინტერპრესნიუსი"