"ზაფხულამდე ვირუსი შეიძლება უდიდესმა ნაწილმა გადაიტანოს" - რა განსხვავებაა "ომიკრონის" B1 და B2 ვარიანტებს­ შორის? - კვირის პალიტრა

"ზაფხულამდე ვირუსი შეიძლება უდიდესმა ნაწილმა გადაიტანოს" - რა განსხვავებაა "ომიკრონის" B1 და B2 ვარიანტებს­ შორის?

"ომიკრონის" გავრცელება­ პიკს აღწევს, ვაქცინაციის ტემპი დაბალია, მოსახლეობა­ - დაბნეული. კოვიდსიახლეებით "კვირის­ პალიტრის" სტუმარია ალერგოლოგ-იმუნოლოგი­ ბიძინა­ კულუმბეგოვი­.

- პანდემია უკვე პიკს აღწევს. კლება, ალბათ, თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება. "ომიკორნმა" მთელ მსოფლიოში­ აჩვენა, რომ სწრაფად იქმნება პიკური ვითარება, მაგრამ, ყველა წინა ტალღისგან განსხვავებით, კლებაც სწრაფად იწყება. რა თქმა უნდა, საფრთხე ყველასთვის არსებობს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, სადაც აცრილი ცოტაა. დიდი რაოდენობით აქტიური შემთხვევის გამო იქმნება რისკი ჰოსპიტალურ სექტორში. კლინიკაში მოხვედრილი ადამიანების მდგომარეობა თითქმის ისეთივე მძიმეა, როგორიც "ალფა" და "დელტა" ვარიანტების დროს იყო. დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ორჯერ არის ვაქცინირებული და ბუსტერიც გაკეთებული აქვს. ასეთ ავადმყოფს შემთხვევათა 95%-ში არ სჭირდება კლინიკაში გადაყვანა.ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო რაოდენობის - თითქმის 134 000 აქტიური შემთხვევა,­ ჰოსპიტალიზებულია თითქმის 4800-მდე ადამიანი. ეს ჯერჯერობით დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ მაინც არის საშიშროება, რომ აქტიური შემთხვევების რაოდენობის ზრდასთან ერთად ჰოსპიტალი ბევრ ადამ­იანს შეიძლება დასჭირდეს, თუმცა ქვეყანა მაქსიმალურად არის მობილიზებული. თებერვლიდან 40 ონლაინკლინიკა გვემატება. 2000-ზე მეტი ოჯახის ექიმია ჩართული "კოვიდის" მკურნალობის პროცესში და ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ.

- ლაბორატორიულად დადასტურებული­ ყველაზე მეტი რამდენი შემთხვევა შეიძლება­ იყოს პიკის განმავლობაში?

- რეალური მაჩვენებლის გამოსათვ­ლელად ტესტებით გამოვლენილ რაოდენობას 2-3-ზე ამრავლებენ, ანუ თუ ტესტებით 18 000 შემთხვევა დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა 40-50 000-ია.

- რაც შეეხება დაავადების მიმდინარეობას...

- "ომიკრონი", ძირითადად, სასუნთქ გზებს აზიანებს. მსუბუქ შემთხვევებს, გარდა სითხისა­ და სიცხის კონტროლისა, წამალი არ სჭირდება, მაგრამ თუ მდგომარეობა გართ­ულდა, დაიწყო სუნთქვის გაძნელება,­ თავბრუსხვევა, ძლიერი ძილიანობა ან გულმკერდში ტკივილი, რაც მოსალოდნელია, თუ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადებები, სხვადასხვა პათოლოგია, თუნდაც ასაკი (60 წელი და მეტი), რასაკვირველია, მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო და ეს სწორედ ოჯახის ექიმებმა უნდა შეძლონ, თუმცა მათ მოქალაქეებმაც ხელი უნდა შეუწყონ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ დაავადება მასობრივად არ გავრცელდეს და ქვეყანას და ჯანდაცვის სექტორს პაციენტების მოვლის შესაძლებლობა მიეცეთ. პირბადე, ვაქცინა და ბუსტერიზაცია არის გარანტია, რომ პაციენტების რაოდენობა განსაკუთრებულად არ გაიზრდება. ამით უნდა დავეხმაროთ ჩვენს თავსაც და ქვეყანასაც.

- ჩემი შვილი გავუშვი სკოლაში­ და შევიტყვე, რომ საკლასო ოთახში თავმოყრილ­ მოსწავლეებს რამდენიმე მასწავლებელმა გა­კვეთილი ონლაინ ჩაუტარა... გასაგებია, რომ პედაგოგსაც თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ...

- ჩვენ ვხედავთ, რომ სასწავლო პროცესი ძალიან დაზარალდა. ბავშვების­ ავადობას რაც შეეხება, მძიმე შემთხვევები თითქმის არ გვაქვს. მათ სახლებში­ ვერ გამოვამწყვდევთ. როგორც სხვა დროს ცივ­დებოდნენ, ალბათ,­ ახლაც გაცივდებიან. თუ ბავშვები­ სკოლაში იყვნენ, იქ კი პედაგოგი არ დახვდათ, ეს, ალბათ, გამონაკლისია. ამ ეტაპისთვის სკოლები არც ერთ ქვეყანაში დაკეტილი არ არის, ამიტომ ჩვენც ნუ ვეცდებით. საყოველთაოდ მიღებული მოსაზრებით, პანდემიის დროს სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება...

- "ომიკრონის" B2 ვარიანტზე ლაპარაკ­ობენ. რა განსხვავებაა B1 და B2 ვარიანტებს­ შორის?

- "ომიკრონის" შვილობილი ვარიანტები თავიდანვე არსებობდა. მეორე ვარიანტი, გავრცელების სისწრაფის თვალსაზრისით სარისკოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაავადების სიმძიმე განსხვავებულია. ყველა ქვეყანა ადასტურებს, რომ მეორე ვარიანტი უფრო სწრაფია, ბევრგან დომინაციისკენ მიისწრაფვის, მაგრამ კლინიკურ დამძიმებას არ იწვევს.

- ჩვენთან ჯერჯერობით პირველი დომინირებს?

- ჯერჯერობით ძირითადად, პირველი ვარიანტი გვხვდება.

- აქამდე, ძირითადად, "დელტა" ვარიანტით დაავადებულთა გარდაცვალების შემთხვევები გვქონდა. ახლა, ალბათ, "ომოკრონით" დამძიმების შედეგებიც გამოჩნდება...

- გარდაცვალების შემთხვევათა უდი­დესი ნაწილი, ძირითადად, "დელტა" შტამით ავადობის შედეგები იყო. "ომიკრონის" გავრცელებისას ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები იზრდება, მაგრამ არა ისე, როგორც წინა შტამების დროს. ამბობენ, რომ მიახლოებითი მონაცემებით, 1000-დან ერთი ადამიანის გარდაცვალების რისკი არსებობს, თუმცა "ომიკრონით" გამოწვეულ სიკვდილიანობაზე სხვა ქვეყნებში დარწმუნებით ვერ ლაპარაკობენ,­ რადგან იქ ამ მაჩვენებელზე გავლენას ახდენს ვაქცინაცია, ბუნებრივი­ იმუნიტეტი. მაგალითად, თუ ჩვენს ქვე­ყანაში დაავადებულთა დაახლ­ოებით 5%-ია ჰოსპიტალიზებული, ბრიტ­ანეთში, სადაც აცრილია მოსახლეობის 90%, ჰოსპიტალიზაცია დაავადებულთა­ მხოლოდ 0,5%-ს დას­ჭირდა ანუ 10-ჯერ ნაკლებს, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში.­ სიკვდილიანობა ნაკლები იქნება, თუმცა თუ ბევრი ადამიანი დაავადდა, ცხადია, გარდაცვლილიც მეტი გვეყოლება. ყოველდღიურად თუნდაც დაავადებულთა 0,1% რომ გარდაიცვალოს, ეს ძალიან დიდი დანაკარგია. "ომიკრონის" სწრაფად გავრცელების გამო პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბების შანსი დიდია. შეიძლება ზაფხულამდე კაცობრიობის უდიდესმა ნაწილმა ეს ვირუსი გადაიტანოს. რა თქმა უნდა, ვირუსი გავრცელდება ზაფხულშიც, შემოდგომაზეც, მაგრამ გადატანილი ვირუსის შედეგად ჩამოყალიბებული იმუნური პასუხის მქონე ორგანიზმს ესა თუ ის ვარიანტი მძიმე ფორმით არ დაემართება, ამიტომ ველით, რომ ვირუსი იარსებებს,­ ოღონდ მისი გავრცელება გავლენას აღარ მოახდენს ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, სწავლაზე. დარჩება, როგორც მედიცინის ნაწილი, ეს კი ნიშნავს პანდემიის ენდემურ ფაზაში გადასვლას.

- ალბათ, ამ შეხედულების გამო ამბო­ბდნენ, რომ 2022 წელი იქნებოდა პანდემიის დასასრულის დასაწყისი, თუმცა­ ამის შემდეგ ჯანმომ ისიც განაცხადა, ეს მოლოდინი,­ შესაძლოა, 2024 წლამდე გაგრძელდესო...

- ეს არის გაფრთხილება, რომ "ომი­კრონს" არხეინად და უპასუხისმგებლოდ არ უნდა მოვეკიდოთ. ამერიკის დაავადებ­ათა კონტორლის ცენტრი დაახლოებით ასეთ ფორმულირებას გვთავაზობს: ის უფრო მსუბუქია, მაგრამ არ არის მსუბ­უქიო, ანუ ის მსუბუქია, ვიდრე "დელტა"­ - ეს არის და ეს. პანდემიის შესუსტებას ჯანმო მაინც ვაქცინაციის მასშტაბს უკავშირებს. მაგალითად, აფრიკის მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია აცრილი, ასე რომ, საქმე არც ასე იოლადაა...

თუმცა ექსპერტების უმრავლესობა მაინც ვარაუდობს, რომ ზაფხულში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ჩვენს ქვეყანაშიც კი, ვირუსზე იმუნური პასუხი ექნება. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ვირუსი მეორედ და მესამედ დატრიალდეს, მაგრამ დაავადებულთა რიცხვი, წესით, მკვეთრად უნდა შემცირდეს. შესაბამისად, უნდა შემცირდეს სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. თუ ამ სიტუაციას ვაქცინირებული დახვდება განსაკუთრებით ასაკოვანი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

"ფაიზერი" და "მოდერნა" მარტში "ომიკ­რონის" საწინააღმდეგო სპეციფიკურ ვაქცინას გამოუშვებენ და მას, უპირველესად, პრიორიტეტული ჯგუფები მოიხმარენ.

- არსებობს გარანტია, რომ უფრო აგრესიული შტამი აღარ გამოჩნდება?

- თავის დროზე ესპანურმა გრიპმა 50 მილიონი ადამიანი შეიწირა, ბევრჯერ განიცადა მუტაციაც. მერე გაჩნდა აზიური­ გრიპი, ფრინველის გრიპი, ღორის­ გრიპი, რომლებმაც მილიონობით ადამიანი შეიწირა, ამიტომ ახლაც შეიძლება პანდემიის ეს ეტაპი დასრულდეს, თუმცა არავინ იცის, მერე რა მოხდება. შეიძლება 2026 წელს ახალ, უფრო აგრესიულ ვარიანტად მოგვევლინოს. ამის პოტენციური და თეორიული შესაძლებლობა არსებობს.

"მწვანე პასპორტი“ გასაუქმებელია, რადგან რეალურად არაფრის მაქნისია“

რეს­ტო­რა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის შოთა ბურ­ჯა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. მწვა­ნე პა­სორ­ტი გა­სა­უქ­მე­ბე­ლია, რადგან რე­ა­ლუ­რად არაფ­რის მაქ­ნი­სია.

"სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სის გა­ჩე­რე­ბა და დღეს არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი რა­ი­მე როლს რომ თა­მა­შობ­დეს ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­ჩე­რე­ბა­ში, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უფრო უნდა გამ­კაცრ­დეს, მაგ­რამ შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც დღეს­დღე­ო­ბით ფურ­ცელ­ზეა და­წე­რი­ლი და ასე­ვე ის შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც "მწვა­ნე პას­პორტთან" და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფიქ­ცი­აა, არაფ­რის მაქ­ნი­სია, გარ­და უკუქ­მე­დე­ბი­სა. ამით ეკო­ნო­მი­კა ჩერ­დე­ბა, კვდე­ბა ბიზ­ნე­სი, იხუ­რე­ბა რეს­ტორ­ნე­ბი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კარ­გა­ვენ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს. ჩვე­ნი სფე­რო­დან ძა­ლი­ან დიდი გა­დი­ნე­ბაა იმ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­სა, რო­მლე­ბიც 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იზ­რდე­ბოდ­ნენ... ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე და პა­ა­ტა იმ­ნა­ძე არა­ფერს აკე­თე­ბენ. მე­ო­რე კლა­სელ­საც შე­უძ­ლია ისე მარ­თოს ეპი­დე­მია, რო­გორც დღეს ეს ადამიანები მარ­თა­ვენ. მარ­თვის ბერ­კე­ტი არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს მხო­ლოდ შე­დე­გე­ბი, რო­მელ­საც ვით­ვლით სტა­ტის­ტი­კით. მხო­ლოდ სტა­ტის­ტი­კოსე­ბი არი­ან გამ­ყრე­ლი­ძე და იმ­ნა­ძე. მარ­თვის თვალსაზრისით, ერ­თა­დერ­თი რეს­ტორ­ნე­ბის შე­ზღუდ­ვა დააწესეს, რო­მე­ლიც არაფ­რის შემ­ჩე­რე­ბე­ლია". შოთა ბურჯანაძე მი­ე­სალ­მე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიდ­გო­მას, რო­მელ­მაც პან­დე­მი­ის ფონ­ზე ქვე­ყა­ნა არ ჩა­კე­ტა. "ქვე­ყა­ნა არ ჩა­კე­ტა, ქვე­ყა­ნა ამო­ვი­და იქი­დან, სა­დაც ვი­ყა­ვით და ეკო­ნო­მი­კა ამუ­შავ­და. დღეს ე.წ. მწვა­ნე პას­პორ­ტიც თუ მო­იხ­სნე­ბა, უამრავი ადა­მი­ა­ნის სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნას შე­ვძლებთ".