ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს ტყუპი ქალ-ვაჟი, ნატალია და ზაქარია ჰყავს. მომღერალი ბავშვებთან ურთიერთობით გამოწვეულ სიხარულს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს. ამჯერად კი დედამ ნატალიას რეაქცია გადაიღო მოცარტის მოსმენისას. "ნატალიკოს პირველი რეაქცია მოცარტზე", - წერს მომღერალი "ფეისბუქზე". ცნობისთვის, ნინო სურგულაძის მეუღლე იურისტი გიორგი ინწკირველია, რომელიც ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის გივი ინწკირველის შვილიშვილია.