"ვა­კან­სია ვნა­ხე და დავ­რე­კე...რო­ბერტ სტუ­რუა და კახა კა­ლა­ძე არა­ფერ შუ­ა­ში არ არი­ან..."- ბესო ზანგური მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე - კვირის პალიტრა

"ვა­კან­სია ვნა­ხე და დავ­რე­კე...რო­ბერტ სტუ­რუა და კახა კა­ლა­ძე არა­ფერ შუ­ა­ში არ არი­ან..."- ბესო ზანგური მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

"რო­ბერტ სტუ­რუ­ას თხოვ­ნით, კახა კა­ლა­ძემ მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ამ­ზომ­ვე­ლად გა­ა­ფორ­მა“, - ამ სა­თა­უ­რით სტა­ტი­ე­ბი და ფო­ტო­ე­ბი ორი დღეა რაც მე­დი­ა­ში ქვეყ­ნდე­ბა.

მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი კი ამ­ბობს, რომ იმ სამ­სა­ხუ­რე­ბის პოვ­ნა­ში, სა­დაც ოდეს­მე და­მა­ტე­ბით უმუ­შა­ვია, არა­სო­დეს ჩა­რე­უ­ლა რო­ბერტ სტუ­რუა, პი­რი­ქით, მას (სტუ­რუ­ას) არ უყ­ვარს, როცა მსა­ხი­ო­ბე­ბი და­მა­ტე­ბით სხვა­გა­ნაც მუ­შა­ო­ბენ. Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ზან­გურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "მას­ზე ბუ­ლინ­გი შვი­ლებ­სა და ოჯახ­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს."

ბესო ზან­გუ­რი:

- რო­ბერტ სტუ­რუა და კახა კა­ლა­ძე არა­ფერ შუ­ა­ში არ არი­ან. ვი­ნა­ი­დან მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა ვარ, ჩემ­თვის თა­ვი­სუ­ფალ დროს სა­დაც ვნა­ხუ­ლობ ვა­კან­სი­ას, ყველ­გან ვცდი­ლობ, მი­ვი­დე და დრო­ე­ბით ვი­მუ­შა­ვო. 2012 წელს ასე "დელ­ტა­შიც“ ვმუ­შა­ობ­დი, შემ­დეგ ან­სამ­ბლიც ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბა­ზა­ზე. ძა­ლი­ან ბევრ ად­გი­ლას მი­მუ­შა­ვია და სა­ერ­თოდ, შრო­მა არ მე­თა­კი­ლე­ბა. რით არ მო­ბეზ­რდათ ჩემი ბუ­ლინ­გი?! ამ ყვე­ლა­ფერს ბავ­შვე­ბი ხე­და­ვენ და ერ­თა­დერ­თი, რაც ჩემ­ზე მოქ­მე­დებს, ეს არის.

- ნამ­დვი­ლად მუ­შა­ობ­დით სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ამ­ზომ­ვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე?

- დიახ, ვმუ­შა­ობ­დი. ვა­კან­სია ვნა­ხე და დავ­რე­კე, მი­თხრეს, რომ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მივ­სუ­ლი­ყა­ვი. გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­დნენ და და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, საკ­მა­ოდ და­ბალ ხელ­ფას­ზე, მაგ­რამ სხვა გზა არ მქონ­და, ვმუ­შა­ობ­დი, როცა გა­მო­მი­ძა­ხებ­დნენ ხოლ­მე. ვა­კე­თებ­დი იმას, რაც მე­ვა­ლე­ბო­და. რო­გორც გი­თხა­რით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც ვმუ­შა­ობ­დი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წას­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი დაშ­ლი­ლი იყო და ამ ყვე­ლა­ფერს და­წყო­ბა და და­ლა­გე­ბა უნ­დო­და. მა­შინ რამ­დე­ნი­მე ტან­კი გა­რა­ჟებ­შიც კი იპოვ­ნეს.

შემ­დეგ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ან­სამ­ბლი "თა­რი­კო­ნი“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბა­ზა­ზე, სა­დაც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შვი­ლებს უფა­სოდ ვას­წავ­ლი­დით მხატ­ვრულ კი­თხვას, ცეკ­ვას. ამ ბავ­შვებ­მა ბა­თუმ­ში ფეს­ტი­ვალ­ზე გრან-პრიც კი აი­ღეს. ჩემი საქ­მე რომ მორ­ჩა, აქე­და­ნაც წა­მო­ვე­დი. ბავ­შვე­ბიც მო­მიმ­ზა­დე­ბია მე­ტყვე­ლე­ბა­ში, არ მე­თა­კი­ლე­ბა არა­ნა­ი­რი სა­მუ­შაო.

რო­დე­საც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ რო­ლებ­ზე, მა­შინ არ­სად არ ვმუ­შა­ობ. ორი წე­ლია პან­დე­მი­აა და რა­ტომ უნდა ვმჯდა­რი­ყა­ვი სახ­ლში და ფული სხვის­თვის გა­მო­მერ­თმია?!

- ბი­ნის და­კარ­გვის შემ­დეგ ახლა სად ცხოვ­რობთ, დედა რო­გორ არის? (ცნო­ბის­თვის, წე­ლი­წად­ზე მე­ტია მას შემ­დეგ, რაც მსა­ხი­ო­ბის დე­დას ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა)

- სახ­ლი მაქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი, დედა ცუ­დად არის, ვერ სა­უბ­რობს, ვერ და­დის.

- ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­თან მომ­ხდა­რი სკან­და­ლის შემ­დეგ რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა დრო­ე­ბით რო­ლე­ბი­დან მოგხსნათ, რო­დის აღ­გად­გი­ნეს?

- ეს იყო დრო­ე­ბი­თი ამ­ბა­ვი, სა­ნამ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ გა­ერ­კვნენ. ძა­ლა­დო­ბის ვე­რა­ნა­ი­რი კვა­ლი ვერ ნა­ხეს... ვერც სა­მე­ზობ­ლო­დან, რომ მსგავს რა­მეს ჩა­ვი­დენ­დი. ერთ თვე­ში სპექ­ტაკ­ლებ­ში აღ­მად­გი­ნეს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვთა­მა­შობ. დღე­საც სპექ­ტაკ­ლი მქონ­და. იხილეთ სრულად