"არავითარ შემთხვევაში არ ენდოთ სწრაფ ტესტებს" - როგორია სალომე შარვაძის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი მეორედ შეხვდა
მსახიობ და ტელეწამყვან სალომე შარვაძეს კორნავირუსი მეორედ შეხვდა.
როგორც სალომე ვიდეოში ამბობს, ის ინფიცირებულია "ომიკრონის" შტამით.
"თავიდან მქონდა ყელში ცოტა ფხაჭუნი. მერე ოდნავ ხმა შემეცვალა და საღამოს უკვე 37.4 მქონდა სიცხე. გავიკეთე სწრაფი ტესტიც და პისიარიც. სწრაფმა აჩვენა უარყოფითი და დილით მომივიდა დადებითი პასუხი პისიარზე. არავითარ შემთხვევაში არ ენდოთ სწრაფ ტესტებს. ძალიან კარგად ვარ, იმიტომ, რომ ვარ 2-ჯერ აცრილი სინოფარმით. " - აღნიშნავს სალომე შარვაძე.