მაკა შალიკაშვილმა 6 წლის საიდუმლოს ფარდა "ფარულ კონვერტში" ახადა. მსახიობმა საჯაროდ განაცხადა, რომ გათხოვილია. მაკა შალიკაშვილმა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან რატი გოგუაძესთან ქალიშვილი ჰყავს, მეორედ იქორწინა. "ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული დამალვა იმიტომ, რომ ამას ჰქონდა ძალიან ბევრი მიზეზი... სიყვარულს მართლა უნდა მალვა. მე ამას მივხდი ჩემს ცხოვრებაში. სხვათაშორის მისი სურვილიც იყო ეს და თხოვნა შევუსრულე. მე 6 წელია ვარ გათხოვილი და მყავს ქმარი. ჩემი ქმარი არის რეჟისორი ირაკლი ყაჭეიშვილი. უნიჭიერესი ადამიანი და პროფესიონალი. ჯვარიც გვაქვს დაწერილი", - აღნიშნა მსახიობმა.