ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში, ასევე იმერეთისა და აჭარის რეგიონებში დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში, ასევე იმერეთისა და აჭარის რეგიონებში დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან თბილისში 11 800 დაფიქსირდა.

როგორც Stopcov.ge -ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 2 204 შემთხვევა დაფიქსირდა, იმერეთში კი 3 134.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 800 შემთხვევა, აჭარა - 2 204, იმერეთი - 3 134, ქვემო ქართლი - 1 199, შიდა ქართლი - 1 461, გურია - 473, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 628, კახეთი - 1 059, მცხეთა-მთიანეთი - 683, სამცხე-ჯავახეთი - 471, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.