"ისეთი მეზობლის სიახლოვეს ცხოვრებით, როგორიც რუსეთია, გვაქვს გრძნობა, რომ ვულკანის ძირში ვცხოვრობთ"
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ რუსეთთან მეზობლობა ვულკანის ძირში ცხოვრებას ჰგავს.„ევროპის ჩვენი ნაწილი არ განიცდის მიწისძვრებს ან ვულკანებს. თუმცა, ისეთი მეზობლის სიახლოვეს ცხოვრებით, როგორიც რუსეთია, გვაქვს გრძნობა, რომ ვულკანის ძირში ვცხოვრობთ“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ კიევში ვიზიტისას.
მისი თქმით, პოლონეთი უკრაინისთვის მხარდაჭერის გაწევას ევროკავშირსა და ნატოს სთხოვს და ასევე მზადაა, უკრაინას თავადაც დაეხმაროს.
"პოლონეთი ასევე მზადაა უკრაინას - ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში - დახმარება გაუწიოს გაზის სექტორში, სახელმწიფო თავდაცვის, ეკონომიკური სტაბილიზაციისა, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებში, რასაც, სხვათა შორის, უკვე ვაკეთებთ“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
"ინტერპრესნიუსი"