ზურაბ ზვიადაურის პირველი შეხვედრა ნანატრ ქალიშვილთან (ფოტოები კლინიკიდან)
ზურაბ ზვიადაური გოგონას მამა გახდა. 17 წლიანი ლოდინის შემდეგ, ქართველ ძიუდოისტსა და ოლიმპიურ ჩემპიონს გოგონა შეეძინა, რომელსაც მართა დაარქვეს. ზურაბ ზვიადაური და ხათუნა ჭინჭარაული მას შემდეგ დაოჯახდნენ, რაც წლების წინ სპორტსმენი ოლიმპიადიდან გამარჯვებული დაბრუნდა.
ჭინჭარაულმა ღუდუშაურის კლინიკაში იმშობიარა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ცოტა ხნის წინ კლინიკის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა ემოციური ფოტო, სადაც ზვიადაურის ქალიშვილთან შეხვედრის კადრებია ასახული.
"უდიდესი სიხარული 17 წლიანი მოლოდინის შემდეგ! ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვადაური მამა გახდა! იხილეთ პატარა მართას ექსკლუზიური ფოტოები დედიკოსთან, მამიკოსთან, სოფო ექიმთან და მის პირველ მეგობრებთან ერთად ღუდუშაურის კლინიკიდან" - წერია ფოტოს კომენტირებისას.