"ნათელაშვილი არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციონერი არის კორუმპირებული... მილიონერი გახდა ისე, რომ პარლამენტში ფეხი არ შემოუდგამს" - კვირის პალიტრა

"ნათელაშვილი არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციონერი არის კორუმპირებული... მილიონერი გახდა ისე, რომ პარლამენტში ფეხი არ შემოუდგამს"

პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის"ერთ-ერთი ლი­დე­რის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს. რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და, ნა­თე­ლაშ­ვი­ლი ხელ­ფასს იღებს და სარ­გებ­ლობს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ყვე­ლა უპი­რა­ტე­სო­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მუ­შა­ო­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს.

"მხარს და­ვუ­ჭერს იმას, რომ შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი არ იყოს პარ­ლა­მენ­ტში. ის არის ყვე­ლა­ზე უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ლი­ტი­კო­სი და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. პარ­ლა­მენ­ტში არა­სო­დეს არ შე­მო­უდ­გამს ფეხი და ხუთი მი­ლი­ო­ნი აქვს წა­ღე­ბუ­ლი, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, ლა­პა­რა­კიც არ მინ­და ხოლ­მე. მივ­ლი­ნე­ბის ფულს იღებ­და, როცა მივ­ლი­ნე­ბა­ში არ მი­დი­ო­და, გან­ცხა­დე­ბას წერ­და და ბენ­ზი­ნის ფულს იღებ­და, რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბი­ლით არ სარ­გებ­ლობ­და. ბი­ნის ქი­რის ფულს ითხოვ­და ქუ­თა­ის­ში, რო­დე­საც იქ ფეხი არ ჩა­უდ­გამს. ის არის იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი არის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი. ჩემი რო­გორც დე­პუ­ტა­ტის, რო­მე­ლიც დღე და ღამე შრო­მობს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­ში, პო­ზი­ცია ის არის, რომ ის არ იმ­სა­ხუ­რებს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბას. აბ­რძან­დით დრო­ნით ბა­ზა­ლეთ­ში და გა­და­უ­ღეთ მის მა­მუ­ლებს და მერე ჩემს მა­მუ­ლებს გა­და­უ­ღეთ, რო­მე­ლიც სულ 67 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია და 10 წელი სეს­ხი უნდა ვი­ხა­დო," - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.