"მამა, არ დანებდე! იბრძოლე", - ეს სტატუსი ცოტა ხნის წინ პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურის ვაჟმა - ზაზა მეჭიაურმა დადო და უკვე უამრავი გამოხმაურება აქვს. ბატონ თამაზს ყველა გამოჯანმრთელებას უსურვებს. ყოფილი პარლამენტარი, თიანეთის ყოფილი მერი, თამაზ მეჭიაური თბილისში კლინიკაშია გადმოყვანილი და ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ. რამდენიმე დღის წინ, 27 იანვარს, ბატონმა თამაზმა სოციალურ ქსელში თავად დადო სტატუსი და საზოგადოებას აცნობა, რომ კოვიდი დაუდასტურდა - "კოვიდს ვერც მე გადავურჩი, დღეს დამიდასტურდა... საკონტაქტო პირებს გთხოვთ გაიაროთ ტესტირება... პ.ს. ტანკისტობამ ვერ მიშველა, საავადმყოფოში გადამიყვანეს...", - წერდა ბატონი თამაზი. პოლიტიკოსს გამოჯანმრთელებას უსურვებს "პარტია ხალხისთვის" დამფუძნებელი ანა დოლიძე და წერს: "2016 წელს, როდესაც მე ვიყავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური იყო ერთ-ერთი საკანომდებლო ორგანოში, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო დაამოუკიდებლად, არ მიჰყვა პარტიულ განკარგულებას და მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას. მე ეს არასდროს დამავიწყდება. გისურვებთ გამოჯანმრთელებას" - წერს პოლიტიკოსი.