ანდჟეი დუდა:" ის თუ რა ხორციელდება უკრაინის ტერიტორიაზე, ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი" - კვირის პალიტრა

ანდჟეი დუდა:" ის თუ რა ხორციელდება უკრაინის ტერიტორიაზე, ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი"

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა ხორციელდება უკრაინის ტერიტორიაზე - მქონდა შეხვედრები სხვადასხვა პრეზიდენტებთან, ასევე ჩინეთის პრეზიდენტთან, გაეროს წარმომადგენლებთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება, - ამის პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ორშაბათს მორიგი შეხვედრები გაიმართება.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა ხორციელდება უკრაინის ტერიტორიაზე - ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხიმადლობა ქალბატონო პრეზიდენტო იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვსულიყავი თბილისში, იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, გამეზიარებინა ჩემი ცოდნაა და ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მე მქონდა შეხვედრები სხვადასხვა პრეზიდენტებთან, ასევე ჩინეთის პრეზიდენტთან, გაეროს წარმომადგენლებთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა და კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.

თქვენ ერთი მხრივ ხართ უკრაინის აღმოსავლეთი მხარე დ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკრაინასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა ხორციელდება უკრაინის ტერიტორიაზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ განხორციელდება კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. მე ასევე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა და მეგობრული ურთიერთობა თქვენთან, რადგან საქართველო ზუსტად არის ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. ეს ჩვენთვის ძალინ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი ჩინეთში, პეკინში მიემგზავრება. ის საქართველოში რამდენიმე საათით შეჩერდა.

"ინტერპრესნიუსი"