რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი განცხადება - ვეწინააღმდეგებით ნატო-ს შემდგომ გაფართოებას
რუსეთი და ჩინეთი ნატო-ს შემდგომი გაფართოების წინააღმდეგი არიან და ალიანს მოუწოდებენ, „ცივი ომის“ მიდგომებზე უარი თქვას, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური მდგრადი განვითარების შესახებ რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ჩინეთი და რუსეთი ნატო-ს მოუწოდებენ, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ინტერესებს.
„მხარეები ეწინააღმდეგებიან ნატოს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უარი თქვას „ცივი ომის“ იდეოლოგიზებულ მიდგომებზე, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ინტერესებს, მათი ცივილიზაციური, კულტურული და ისტორიული წარმომავლობის მრავალფეროვნებას და გამოიყენოს სამართლიანი და ობიექტური დამოკიდებულება სხვა სახელმწიფოების მშვიდობიანი განვითარების მიმართ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ინტერპრესნიუსი