გიორგი გასვიანმა შვილთან ერთად გადაღებულ ფოტო გაასაჯაროვა - კვირის პალიტრა

გიორგი გასვიანმა შვილთან ერთად გადაღებულ ფოტო გაასაჯაროვა

ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა რჩეულზე, მარიტა მელიქიშვილზე გასულ წელს იქორწინა. როგორც თავად არაერთ ინტერვიუში ამბობდა, მარიტას გაცნობისთანავე მიხვდა, რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ უნდოდა: "გაცნობიდან ძალიან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო. შემდეგ მარიტამ მშობლებს უთხრა ჩვენი ურთიერთობის შესახებ და მათთვისაც მოულოდნელი იყო. მხოლოდ ეკრანიდან მიცნობდნენ. როდესაც მათთან მივედი, ძალიან კარგად მიმიღეს. მარიტა თეატრის მოყვარულია, ამიტომ არ გაჰკვირვებიათ მშობლებს, რომ ბედი ხელოვანს დაუკავშირა“ - ამბობდა ის.

სულ ცოტა ხნის წინ წყვილს პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც გალაკტიონი დაარქვეს. პატარა გალა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია და მის ფოტოებს გიორგისა და მარიტას გამომწერები მოუთმენლად ელოდებიან. ამჯერად გიორგი სწორედ შვილთან, გალასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და, როგორც ყოველთვის, უამრავ დადებით კომენტარს იმსახურებს. იხილეთ სრულად