"ჩემთვის ვარსკვლავის გახსნა დაგვიანდა და ახლა აღარ მჭირდება, გენაცვალე" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ვარსკვლავის გახსნა დაგვიანდა და ახლა აღარ მჭირდება, გენაცვალე"

კომ­პო­ზი­ტორ­მა ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში "ნო­ეს­თან" გა­ნა­ცხა­და, რომ მას არ სურს, ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნან. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მისი სიმ­ღე­რე­ბი იბ­ლო­კე­ბო­და და ვარ­სკვლა­ვის გახ­სნაც დაგ­ვი­ან­და.

"იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც შოუ-ბიზ­ნე­სი არ­სე­ბობს, ხე­ლო­ვანს არ ეკი­თხე­ბი­ან, ვარ­სკვლა­ვი გაგ­ხსნა თუ არაო და არც ეში­ნი­ათ ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბო­ბოქ­რო­ბა­ში ვარ­სკვლა­ვი კი არა, ჩემი სიმ­ღე­რა არ ის­მო­და არ­ცერთ რა­დი­ო­სად­გურ­ზე. დაგ­ვი­ან­და ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლის ვარ­სკვლა­ვი და არ მინ­და, გე­ნაც­ვა­ლე, რამ­დე­ნი ვარ­სკვლა­ვი მაქვს იცი? - ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ჩემი სიმ­ღე­რა უყ­ვარს და ღი­ღი­ნებს." - აღ­ნიშ­ნა ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილ­მა.

კომ­პო­ზი­ტორ­მა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის არა­ერთ ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ილა­პა­რა­კა რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხე­ბაც და სი­ნა­ნუ­ლით დას­ძი­ნა, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, იმ პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, ვი­ნა­ი­დან მას იქ გა­ცი­ლე­ბით მე­ტის მიღ­წე­ვა შე­ეძ­ლო.

"იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ბევრ კარგ ადა­მი­ან­თან მქონ­და შე­ხე­ბა და მთხოვ­დნენ, დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­შინ ცი­სა­ნა ქმარს შორ­დე­ბო­და და ეს ჩემ­თვის დიდი ტკი­ვი­ლი იყო. გავ­ყი­დეთ ბინა მოს­კო­ვის ცენ­ტრში, 60 000 დო­ლა­რად. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ის ბინა, 120 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი, მი­ლი­ონ ნა­ხევ­რად გა­ი­ყი­და. შე­ვე­დი ტა­ძარ­ში, და­ვან­თე სან­თლე­ბი და ღმერ­თს ვუ­თხა­რი: მად­ლო­ბა, რომ ჩემ­გან შე­სა­წი­რი მო­ი­თხო­ვე და მე შე­მოგ­წი­რე - მეთ­ქი. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ცი­სა­ნა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და მე დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი იქ?! " - თქვა ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილ­მა.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, ვინ არის პუ­ტი­ნი, კო­პო­ზი­ტორ­მა უპა­სუ­ხა - რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი!

- მხო­ლოდ ამით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბით? - იკი­თხა ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ,

- დიახ - მი­უ­გო ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილ­მა.

კომ­პო­ზი­ტორ­მა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც ილა­პა­რა­კა და აღ­ნიშ­ნა, რომ უკვე 3 წე­ლია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მოს­თვის ემ­ზა­დე­ბა.

"მე­სა­მე წე­ლია ვცდი­ლობ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო გა­ვა­კე­თო და პან­დე­მი­ამ შე­მი­შა­ლა ხელი. ალ­ბათ, აპ­რი­ლის თვე­ში გა­დავ­წყვეტთ რო­დის შევ­ძლებთ." - თქვა ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილ­მა.

წყარო