"უკვე მესამე წელია, რაც მე და გია ცოლ-ქმარი აღარ ვართ..." - თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილთან დაშორებასა და სამომავლო გეგმებზე - კვირის პალიტრა

"უკვე მესამე წელია, რაც მე და გია ცოლ-ქმარი აღარ ვართ..." - თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილთან დაშორებასა და სამომავლო გეგმებზე

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თაკო ტა­ბა­ტა­ძე და გია ბა­ღაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. წყვილ­მა 2009 წელს იქორ­წი­ნა, იმ­ჟა­მად თაკო 18 წლის იყო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ შო­რის 19 - წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს.

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, რომ ჩემი ოჯა­ხი ორ რა­მე­ზე ყო­ფი­ლი­ყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი - სიყ­ვა­რულ­სა და თა­ნა­მო­აზ­რე­ო­ბა­ზე. მო­სიყ­ვა­რუ­ლე და თა­ნა­მო­აზ­რე ადა­მი­ა­ნი შემ­ხვდა. რომ მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რა­ტომ არ მოგ­ყავს, ბიჭო, ცოლი და რას უცდი აქამ­დეო? - ახლა ამ კი­თხვა­ზე არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი მაქვს: აქამ­დე რომ მო­მეყ­ვა­ნა, ე.ი. სა­ბავ­შვო ბა­ღი­დან უნდა გა­მო­მეყ­ვა­ნა და და­მი­ჭერ­დნენ-მეთ­ქი...“ - ამ­ბობ­და 37 წლის გია ბა­ღაშ­ვი­ლი წლე­ბის წინ "კვი­რის პა­ლიტ­რას“ ინ­ტერ­ვი­უს დროს.10 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სა და ოთხი გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხი და­ინ­გრა და ახლა ცალკ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ. თაკო მსა­ხი­ო­ბია და ის უკვე გა­და­ი­ღო ნანა ჯორ­ჯა­ძემ ფილმში "პეპ­ლე­ბის იძუ­ლე­ბი­თი მიგ­რა­ცია“, ითა­მა­შა ასე­ვე სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში“.

მი­უ­ხე­და­ვად მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბი­სა, ამას მე­დი­ას­თან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ადას­ტუ­რებ­დნენ.

Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში თაკო ამ­ბობს, რომ ბავ­შვე­ბის­თვის სტრე­სის არი­დე­ბას ცდი­ლობ­დნენ და ამა­ზე სა­ჯა­რო სა­უ­ბა­რი არ სურ­დათ. ამ­ჟა­მად მსა­ხი­ო­ბი შვი­ლებ­თან ერ­თად კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია...

თაკო ტა­ბა­ტა­ძე:

- მინ­და გი­თხრათ, რომ მე და გია უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და ცოლ-ქმა­რი აღარ ვართ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბი ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ ცალკ-ცალ­კე გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს.

ჩვენ გვყავს 4 სა­ო­ცა­რი გო­გო­ნა, რო­მელ­თაც ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით ვზრდით და ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში ვუდ­გა­ვართ ერ­თმა­ნეთს. პა­ტა­რე­ბი ჩემ­თან არი­ან და ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა მათი აღ­ზრდაა, მაგ­რამ გია მაქ­სი­მა­ლურ დროს ატა­რებს ბავ­შვებ­თან და მეც ყვე­ლა­ნა­ი­რად ვუ­წყობ ხელს ამა­ში.

ჩვე­ნი გა­შო­რე­ბის ფაქ­ტის სა­ჯა­რო გა­მომ­ზე­უ­რე­ბა­ზე სწო­რედ იმ მი­ზე­ზით ვთქვით უარი, რომ ბავ­შვე­ბის­თვის ზედ­მე­ტი სტრე­სი აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა.

- მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ?

- ჩემ­თვის ახლა მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა პა­ტა­რე­ბის აღ­ზრდაა და ნა­ად­რე­ვია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებ­ზე ლა­პა­რა­კი. გარ­და ამი­სა, წელს ვამ­თავ­რებ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტს, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტს. და­ვი­წყე აქ­ტი­უ­რი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მყავს ოთხი სა­ო­ცა­რი გო­გო­ნა და ვა­კე­თებ ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს. განაგრძეთ კითხვა