რას აცხადებს ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ?
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებები ,,სულ მცირე დეესაკალაციის პროცესს“ დაიწყებს.
სატელევიზიო შეხვედრის დროს, რომელიც მაკრონის კრემლში მისვლის შემდეგ შეხვედრამდე ჩაინიშნა, საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინს უთხრა, რომ დიალოგი „აბსოლუტურად აუცილებელია, როგორც არასდროს, ევროპის კონტინენტის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან დღევანდელ დისკუსიაში ის ყურადღებას გაამახვილებდა კონსტრუქციული წყობის შექმნაზე.
"ყურადღებას გავამახვილებ კონსტრუქციული წყობის შექმნაზე, რომელიც ორმხრივად მისაღებია რუსეთისთვის და დანარჩენი ევროპისთვის და რომელიც დაგვეხმარება ომის თავიდან აცილებაში და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხილვადობის უდიდესი ხარისხის შექმნაში“, - განაცხადა მაკრონმა.
"ინტერპრესნიუსი"