ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე ბოლო ხანს სოციალური ქსელიდან დისტანცირდა. როგორც თავად აღნიშნავს, ამის მიზეზი მის წინააღდეგ გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება გახდა: "ჩემო კარგებო, ალბათ შეამჩნევდით, რომ უკვე დიდი ხანია ფბ-ზე აღარ ვაქტიურობ, არც დავმალავ მიზეზს, არც ერთ პოლიტიკოსს, დამნაშავეს, კაცისმკვლელს, მოძალადეს არ მიუღია ლანძღვისა და წყევლა-კრულვის ის რაოდენობა, რომელიც მე და, ჩემგან გამომდინარე, ჩემს ოჯახს შეხვდა. მადლობა გიორგო ჯაჯანიძეს ასეთი სითბოსთვის და ყველას, ვინც მის პოსტს ასე გამოეხმაურა. არასოდეს მიკეთებია რამე მადლობისთვის და, საერთოდ, ვთვლი, რომ სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო და იქვე დაივიწყო. არასოდეს გამომდიოდა პოპულიზმი და ჩემი თავის სათანადოდ შეფუთვა, აწი მითუმეტეს ვეღარ ვისწავლი, მოხუცი ვარ უკვე", - წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.