"ის ქალი ვარ, ეჭვიანობის დროს ქმრის ტელეფონის გაჩხრეკას რომ არ ითაკილებს. ჰოდა, ერთხელაც ავკრიფე მისი ნომერი და..."
კომპიზიტორისა და პროდიუსერის კონსტანტინე მელაძის ქორწინებას მომღერალ ვერა ბრეჟნევასთან დღეს იდეალურს უწოდებენ. თუმცა იყო დრო, როცა ვერას ოჯახის დამანგრეველს, კონსტანტინეს კი მოღალატეს უწოდებდნენ.ყველამ იცის, რომ წყვილის სამსახურებრივი რომანი 10 წლის განმავლობაში ჩუმად მიმდინარეობდა - იმ დროს, როცა ორივეს ჰყავდა მეუღლე და ოჯახი.მალვა თავიდან კარგად გამოსდიოდათ, რადგან მელაძის ყოფილი მეუღლე იანა სუმი ვერაფერს ეჭვობდა. მოგვიანებით, როცა საზოგადოებისთვის ბევრი რამ ცხადი გახდა, იანა მაინც ვერ იჯერებდა. ბოლოს კი თავად დაურეკა მეტოქეს და პირადად ჰკითხა, რა ხდებოდა სინამდვილეში.
”ჩვენს უმცროს შვილზე, ვალერიზე ვიყავი ფეხმძიმედ. ქმართან ურთიერთობაში კრიზისი აშკარა იყო. ვიფიქრე, რომ ეს დროებითი გატაცება იყო, სისუსტე. თუმცა ჩემ ზურგს უკან რომ მეორე ცხოვრება ჰქონდა გაჩაღებული, ეს ძალიან გვიან გავიგე. ის ქალი ვარ, ეჭვიანობის დროს ქმრის ტელეფონის გაჩხრეკას რომ არ ითაკილებს. ჰოდა ერთხელაც ავკრიფე მისი ნომერი და ბრეჟნევას პირდაპირ ვუთხარი: ”თქვენთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. რომ გირეკავთ, ესეც დამამცირებელია ჩემთვის, მაგრამ წავედი ამ ნაბიჯზე რადგან მაინტერესებს, რა ხდება ჩემს ოჯახში”. პასუხად ტყუილი მივიღე. მითხრა, საქმიანი ურთიერთობა გვაქვს, მამა-შვილური, სხვა არაფერი”, - იხსენებს მელაძის ყოფილი მეუღლე. დრომ აჩვენა, რომ მელაძე-ბრეჟნევას ქორწინება მყარი და ბედნიერი აღმოჩნდა. მათი რომანი 2015 წელს გამჟღავნდა, როცა წყვილი ჩუმად იტალიაში გაიპარა და საიდუმლოდ დაქორწინდა. თაფლობის თვეც იქ გაატარეს და პატარა ვილაც შეიძინეს. ისინი პაპარაცებმა გამოიჭირეს.თუმცა იანასთვის ქმრის გეგმები ამ დროს უკვე ცნობილი იყო. ვერა მას თავის ფეხით მიადგა სახლში.”ჩემთან მოვიდა, რათა იატაკქვეშა ურთიერთობა ორივეს მობეზრდა. ერთადერთი კითხვა მქონდა: ”ხომ დაგირეკე მაშინ... დათვალე, რამდენი წელი მომპარეთ, თითქმის 10”. თვალებგაფართოებულმა გამცა პასუხი ”ჩავთვალე, რომ მაშინ ასე სჯობდა ყველასთვის”. ამაზე კომენტარიც ზედმეტია. მიხვდი, რომ მათზე ჩემი დროის, ჩემი ფიქრების მინიმუმიც არ უნდა დამეხარჯა.” - ამბობს იანა, რომელიც თავის დროზე 18 წლის ასაკში გაიცნო 30 წლის კონსტანტინემ და მალე ცოლად მოიყვანა. წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავს, ორი უფროსი ქალიშვილი და ვაჟი ვალერი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი აქვს. გააგრძელეთ კითხვა