ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა - გარდაცვლილია 5 ადამიანი - კვირის პალიტრა

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა - გარდაცვლილია 5 ადამიანი

ზეს­ტა­ფო­ნი-ქუ­თა­ი­სის გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ხუთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ სვირ­თან, დი­ლით მოხ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ტრა­ი­ლერს შე­ე­ჯა­ხა. ხუ­თი­ვე მგზავ­რი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მერ­ვე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.