"როგორ უხაროდა, ავ სენთან ბრძოლაში ყველა რაუნდის დამარცხება, მაგრამ საბოლოოდ სძლია" - მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა
მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, იგი ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამძიმრის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა:
"თბილისის საქალაქო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის დალი მეტრეველის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.ქალბატონი დალი წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურა ქართულ მართლმსაჯულებას და უდიდესი წვლილი შეიტანა სამართლის განვითარებაში.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია კოლეგებისთვის, მეგობრებისთვის, პროფესიული წრეებისა და სრულიად იურიდიული საზოგადოებისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარის შემდეგ გარდაცვლილ მოსამართლეს კოლეგები, მეგობრები და ახლობლები იხსენებენ:
ლონდა თოლორაია: 2007 წელს, სტაჟიორ-პროკურორი რომ ვიყავი და ფეხაკრებით დავდიოდი სასამართლოში, შეშინებული - რამე არ შემშლოდა, მოსამართლე დალი მეტრეველმა დამიძახა, მასთან ახლოს მისვლა მთხოვა და მადლობა გადამიხადა სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციური მხარდაჭერისთვის. განა რა კვალიფიკაცია დაინახა ახალბედა სტაჟიორში, მაგრამ მან ზუსტად იცოდა როგორი ჯადოსნური სიტყვები უთხრა პატარა გოგოს, რომელსაც თავდაჯერებულობისთვის და მართლაც კვალიფიციურ პროკურორად ჩამოყალიბებისთვის, ეს როგორ ჭირდებოდა.
ამის შემდეგ იყო ბევრი პროცესი, ბევრი პირადი ურთიერთობა, ბევრი სამოტივაციო შემოძახება (სასამართლოში და მის გარეთ) და განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელსაც მისგან ყოველთვის ვგრძნობდი. პრინციპში რა დიდი ნიჭი უნდოდა ამის შეგრძნებას, ადამიანი ღიად გამოხატავდა და სახეზე ეწერა ყველა ემოცია - სიყვარული, სითბო, თანადგომა.ყოველთვის მემახსოვრებით. ჩემთვის დარჩებით სამაგალითო მოსამართლედ და ადამიანად.
ნოდარ მელაძე: უმაგრესი ადამიანი წავიდა.. და ამ დროს ფიქრობ, განა რა არის ეს ცხოვრება, არაფერი, წამში მთავრდება ყველაფერიპატარა ვიყავი რომ გავიცანი, 18 წელი ცოტა დრო არ არის, არ არსებობდა რამე გამორჩენოდა, არ მოეკითხე, არ ეფიქრა შენზე, არ ერჩია რამე.
როგორ უხაროდა, ამ ავ სენთან ბრძოლაში ყველა რაუნდის დამარცხება, მაგრამ საბოლოოდ სძლია. მაგრა მიყვარხარ, მაგრა მომენატრები შევხვდებით იქ. განაგრძეთ კითხვა