მედია - ვლადიმერ ჟირინოვსკი ჰოსპიტალიზებულია - კვირის პალიტრა

მედია - ვლადიმერ ჟირინოვსკი ჰოსპიტალიზებულია

რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი მოსკოვის საავადმყოფოშია გადაყვანილი, - ინფორმაციას "რია ნოვოსტი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დიახ, ახლა ის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია,“ - განაცხადა წყარომ სააგენტოსთან საუბარში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა დიაგნოზით გადაიყვანეს პოლიტიკოსი სამკურნალო დაწესებულებაში.

მანამდე, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ პრესსამსახურმა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია ჟირინოვსკის ჰოსპიტალიზაციის შესახებ. პარტიაში აცხადებდნენ, რომ პოლიტიკოსი თავს კარგად გრძნობდა და მუშაობას განაგრძობდა.

ამასთან, პორტალ Ura.ru-ი ინფორმაციით, ჟირინოვსკი კორონავირუსის „ომიკრონ’ შტამით არის ინფიცირებული.