რა ქონებას ფლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი?
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები წარადგინა. მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს, ნათია თურნავას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იგი გუნდის წევრად რჩება.
"რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, წარმოგიდგენთ ბატონ ოთარ შამუგიას, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო. ბატონი ოთარის შესახებ მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ვუთხრა საზოგადოებას - ოთარი არის დევნილი სოხუმიდან. ის დაიბადა და გაიზარდა სოხუმში, ასევე სკოლა დაამთავრა სოხუმში. შემდეგ დევნილობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი, პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში“.
ვინ არის ოთარ შამუგია?როგორც პრემიერმაც აღნიშნა, ახალი მინისტრი სოხუმში დაბადა 1976 წლის 30 მაისს. სკოლაც სოხუმში დაამთავრა. 09.1992 - 06.1998 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. ის პროფესიით, ეკონომისტია.
სამუშაო გამოცდილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდის თანახამად:
06.1998-09.1999 წწ მთავარი სპეციალისტი, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი,09.1999-03-2004 წწ ცენტრალური ბუღალტერიის უფროსი (მთავარი ბუღალტერი), საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.03.2004-10.2005 წწ ქონების მართვის სამსახურის უფროსი, შპს " საქართველოს რკინიგზა",10.2005-02.2006 წწ ფინანსური დირექტორი, შპს საკონსულტაციო ჯგუფი,02.2006-07.2006 წწ ფინანსური დირექტორი, შპს რეალ ქონსალტინგი,07.2006-01.2007 წწ საბუღალტრო სამსახურის უფროსი (მთავარი ბუღალტერი), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო,01.2007-12.2011 წწ საფინასო-საბუღალტრო სამსახურის უფროსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო,12.2011-01.2017 წწ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი01.2017-06.2017 წწ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი06.2017-08.2018 წწა (ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ დირექტორის მოადგილე08.2018-08.2018 წწ შპს „საქართველოს მელიორაცია“ გენერალური დირექტორი08.2019-11.2019 წწა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ დირექტორი25.12.2020 - 09.02.2022 წწ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მინისტრის მოადგილე11.2019 - 12.2020 ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ დირექტორის პირველი მოადგილე09.02.2022 წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიფლობს ქართულ და რუსულ ენებს.
შამუგიას ჰყავს მეუღლე მარიამ სამხარაძე, რომელიც ბოლოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად. ამ პოზიციაზე მუშაობის ანაზღაურებად მან 2020 წელს 15360 ლარი მიიღო. წყვილს სამი არასრულწლოვანი ვაჟი ჰყავს იხილეთ სრულად