"მაშინ ეს არ მესიამოვნა, ყველა ოცნება "ჩამიფუშა" ამ სიტყვებმა, მაგრამ შემდეგ..."
სპექტაკლი პირველ ემიგრანტ ქალზე პარიზში
"ქორეოგრაფიული სერიალი" პანდემიისას - ქართველი მიმის ცეკვა იზოლაციაში
თამარ ლოჩოშვილი 2008 წლიდან დღემდე პარიზში ცხოვრობს. საკმაოდ მიზანდასახული და შრომისმოყვარეა - ალბათ, სხვაგვარად ვერ შეძლებდა ის ეტაპები გაევლო, რომელზეც მოგითხრობთ.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"მსახიობობაზე, რეჟისორობაზე ვოცნებობდი და ერთხელაც, ამირან შალიკაშვილმა მითხრა, - შენ კარგი პედაგოგი იქნები, პედაგოგად უნდა გაგზარდოო. მაშინ ეს არ მესიამოვნა, ყველა ოცნება "ჩამიფუშა" ამ სიტყვებმა (იღიმის), მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა..."
"200 ბავშვი ხმაურობდა. დავიწყე ნომერი "კედელი". უცბად ჩამოვარდა სიჩუმე და რომ დავასრულე, მომცვივდნენ, გარს შემომერტყნენ, დაუწყეს უხილავ კედელს ძებნა და ამ დროს წამაქციეს კიდეც (იღიმის). მაშინ ვიგრძენი დიდი ბედნიერება... მახსოვს ისიც, ერთმა მშობელმა სკოლის დირექტორს ჩემზე გამოჰკითხა. თურმე მისი შვილი 1 წელი დადიოდა ცეკვაზე, მაგრამ შინ არ უცეკვია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენთან დაიწყო სიარული, 1 კვირაში მშობლების წინაშე იცეკვა და აღფრთოვანებული ქალი კითხულობდა, - ვინ არის, ეს როგორ მოახერხაო (იღიმის)?!."
"უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი ასოციაცია ცდილობს ტრადიციად დაამკვიდროს პარიზში ქართული თეატრის დღის აღნიშვნა. წელს, ამ დღესთან დაკავშირებით, მაყურებელს
ქორეოგრაფიული სპექტაკლი "მედეა - კოლხეთის დედოფალი" წარმოვუდგინეთ. გვსურდა ამით წარმოგვეჩინა უძველესი ქართველი ემიგრანტი ქალის ბედი უცხოეთში. ვთვლი, რომ მედეა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ისტორიაში და გადავწყვიტე, ამით დამეწყო, თუმცა, აქ არავინ იცის მის შესახებ. ქართველებს მდიდარი კულტურა და საოცარი ბუნება გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, აქ მხოლოდ კრიმინალით ვართ ცნობილი..."
"სპექტაკლში მონაწილე მსახიობები არიან ფრანგები, რომლებიც შერჩევითი გზით ავიყვანეთ. მედეას თემა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მათთვის, რომ მართლა თავდაუზოგავად იშრომეს. ჩვენი ვიდეოსპექტაკლი ძალიან მცირე დროში დაიდგა. სიუჟეტი საინტერესოა იმით, რომ მაყურებელს წარვუდგინეთ მედეა
არა კლასიკური პიესის, არამედ მითოლოგიური ვერსიის მიხედვით, სადაც მას შვილები არ დაუხოცავს..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 10 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.
ანა კალანდაძე