"ვვარაუდობთ, რომ სატვირთო დაეჯახა და ხიდიდან გადმოვარდა..." - ვინ არის ორთაშენთან გარდაცვლილი სამხედრო? - კვირის პალიტრა

"ვვარაუდობთ, რომ სატვირთო დაეჯახა და ხიდიდან გადმოვარდა..." - ვინ არის ორთაშენთან გარდაცვლილი სამხედრო?

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­თა­შენ­ში მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-მ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხი­დის ქვეშ ნა­პოვ­ნი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი 40 წლამ­დე ასა­კის შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძეს ეკუთ­ვნის.

გარ­დაც­ვლი­ლი გორ­ში ცხოვ­რობ­და და წლე­ბი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­და, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში, ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში.

რო­გორც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. რო­გორც AMBEBI.GE-ს ორ­თა­შენ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი უყ­ვე­ბი­ან, გამ­თე­ნი­ი­სას, ავ­ტო­ბა­ნის აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის ძლი­ე­რი მუხ­რუ­ჭის ხმა გა­ი­გო­ნეს.

ისი­ნი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ტა­ბა­ტა­ძეს სწო­რედ სატ­ვირ­თო და­ე­ჯა­ხა, რა დრო­საც ის ხი­დი­დან გა­და­ვარ­და.

"დღეს დი­ლით გამ­თე­ნი­ი­სას სა­ხი­დე გა­და­სას­ვლელ­ზე, რომ­ლის ბურ­ჯებ­თა­ნა ცხე­და­რი იპო­ვეს, გა­ვი­გეთ მი­საბ­მე­ლი­ა­ნი სატ­ვირ­თოს ძლი­ე­რი მუხ­რუ­ჭის ხმა. მუხ­რუ­ჭის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის უკან კი­დევ ერთი ტრა­ი­ლე­რი გა­ჩერ­და. რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ ორი­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნამ სვლა გა­ნაგ­რძო. იხილეთ სრულად