"დიდი ხელოვანი, კეთილი ადამიანი, ლომერ ახვლედიანიც წავიდა" - კვირის პალიტრა

"დიდი ხელოვანი, კეთილი ადამიანი, ლომერ ახვლედიანიც წავიდა"

"დიდი ხელოვანი, კეთილი ადამიანი, ლომერ ახვლედიანიც წავიდა" - წერს სოციალურ ქსელში "პიონერფილმის" ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე:

"პიონერფილმის" მეგობარი იყო, მას შემდეგ, რაც ჩვენი სტუდია არსებობს. ხშირი სტუმარი. ხან ასწავლიდა, ხან ისე შემოივლიდა. ლომერი და ლიუმერი.

ერთხელ, "თბილისური აისის" ჟიურის თანმჯდომარეც იყო. ბავშვებმა მასზე ფილმის გადაღება მოინდომეს "ეს ოხერი კოვიდი ჩაივლის და თქვენთან ვარო".

ძალიან სამწუხაროა. ვიზირებთ ქართული კინოსამყაროს მწუხარებას. 2017წ. ფესტივალი "თბილისური აისი", - წერს ჩიგოგიძე.

foto-1644567472.jpg

ლომერ ახვლედიანის შესახებ პოსტს აქვეყნებს ეროვნული კინოცენტრიც:

"ეროვნული კინოცენტრი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინოოპერატორი ლომერ ახვლედიანი.

ლომერ ახვლედიანი დამდგმელი ოპერატორია ფილმებისა: "სამკაული სატრფოსათვის", "მზე შემოდგომისა", "აურზაური სალხინეთში", "ნატვრის ხე", "სამანიშვილის დედინაცვალი", "მშობლიურო ჩემო მიწავ" (რაიკომის მდივანი), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი", "ქვევრი" და სხვა.

ლომერ ახვლედიანს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის, იგი ასევე იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა და ლენინური პრემიის ლაურეატი.

ეროვნული კინოცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ლომერ ახვლედიანის ოჯახს", - წერია განცხადებაში.

lomeri-1644582198.jpg