"არავის უცდია ჩემთვის ვინმე გაერიგებინა... ალბათ თვლიდნენ, არავინ გაეუბედურებინათ" - კვირის პალიტრა

"არავის უცდია ჩემთვის ვინმე გაერიგებინა... ალბათ თვლიდნენ, არავინ გაეუბედურებინათ"

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ად­რე­ულ წლებს იხ­სე­ნებს და ჰყვე­ბა, რომ მას ხში­რად ურ­ჩევ­დნენ ოჯა­ხის შექ­მნას. ამის შე­სა­ხებ წუ­ლუ­კი­ან­მა "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "სხვა კი­თხვე­ბი" ისა­უბ­რა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე­ზო­ბელ­მაც კი შენ­ზე უკე­თე­სად იცო­და, რო­დის სჯობს და­ქორ­წინ­დე. შექ­მნა ოჯა­ხი და რჩე­ვებ­საც არ იშუ­რებ­დნენ ხოლ­მე - რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მთლი­ა­ნად გა­რე­მო, რო­მე­ლიც თვლი­და, რომ ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია და­გა­რი­გოს ჭკუა, რა სჯობს, თუმ­ცა დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან რომ ვუ­ყუ­რებ, მე საკ­მა­ოდ კარ­გად გა­ვუ­ძე­ლი ამ წნეხს და ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ მე ვწყვეტ, რა მირ­ჩევ­ნია.

მახ­სოვს, რო­დე­საც ერ­თმა ჩემ­ზე ბევ­რად ასა­კი­ან­მა ქალ­მა სტუ­დენ­ტო­ბი­სას მირ­ჩია, "იქ­ნებ და­გად­გეს საშ­ვე­ლი."

იმ­დე­ნად გავ­ღი­ზი­ან­დი, ვუ­თხა­რი, ყვე­ლას­ნა­ი­რი ქმა­რი არ მინ­და-მეთ­ქი. ეს ძა­ლი­ან ცუდი პა­სუ­ხია.

არა­ვის არ უც­დია ჩემ­თვის ვინ­მე გა­ე­რი­გე­ბი­ნა იმი­ტომ, რომ ალ­ბათ თვლიდ­ნენ, არა­ვის გა­უ­ბე­დუ­რე­ბა არ უნ­დო­დათ, თუ რა იყო არ ვიცი", - ამ­ბობს წუ­ლუ­კი­ა­ნი.