"სათანადოდ დავხვდები შლეგი ბებიის როლში!" - კვირის პალიტრა

"სათანადოდ დავხვდები შლეგი ბებიის როლში!"

"ტა­ბუ­ლას” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ბე­ბი­ო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. მისი ქა­ლიშ­ვი­ლი, კატო კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი შვილს ელო­დე­ბა.

მო­მა­ვალ­მა ბე­ბი­ამ თავ­და­პირ­ვე­ლად ექოს­კო­პი­ის ვი­დეო გა­ა­ზი­ა­რა და და­წე­რა:

"უფრო creepy ვი­დე­ო­ე­ბიც მაქვს, მაგ­რამ და­გინ­დობთ - ეს კა­ტოს ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლავთ. 2022 წელს მო­ევ­ლი­ნე­ბა ამ შეშ­ლილ სამ­ყა­როს და სა­თა­ნა­დოდ დავ­ხვდე­ბი შლე­გი ბე­ბი­ის როლ­ში! ყვე­ლას გი­ლო­ცავთ!”.

რო­გორ ჩანს, ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ბე­ბი­ო­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა, რად­გან ამ მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ პე­რი­ო­დუ­ლად სტა­ტუ­სებს აქ­ვეყ­ნებს. ორი დღის წინ წერ­და, რომ ის, რაც თა­ვად ვერ მო­ა­ხერ­ხა ორ­სუ­ლო­ბის გამო, მის­მა შვილ­მა შეძ­ლო...

პა­ტა­რა კატო დე­დას­თან ერ­თად

თა­მა­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი:

"კა­ტო­ზე ორ­სუ­ლად და­უ­გეგ­მა­ვად, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და შო­კის­მომ­გვრე­ლად დავ­რჩი. თავს ვი­ცავ­დი და ამი­ტომ - შო­კის­მომ­გვრე­ლად.

LSE -ში მივ­დი­ო­დი (გავ­ლი­ლი მქონ­და სა­ფე­ხუ­რე­ბი) და ვე­ღარ წა­ვე­დი, იმი­ტომ რომ ლო­გი­კუ­რად - კა­ტოს გა­ჩე­ნა გა­დავ­წყვი­ტე. ძა­ლი­ან მე­ცი­ნე­ბა, რომ კა­ტომ აიღო და

LSE და­ამ­თავ­რა, ოღონდ ეგეც ორ­სუ­ლა­დაა...“

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი კატო კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. გო­გო­ნამ გა­ნათ­ლე­ბა საფ­რან­გეთ­ში მი­ი­ღო, მუ­შა­ობ­და რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და მათ შო­რის "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში...“

კატო საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობს. განაგრძეთ კითხვა