"წავედით მე და ბასასუნები დასატესტად და დავბრუნდით 4 ცალი კოვიდდადებითი" - რას წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"წავედით მე და ბასასუნები დასატესტად და დავბრუნდით 4 ცალი კოვიდდადებითი" - რას წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში?

ირინა სარიშვილი და მისი შვილები კოვიდით დაინფიცირდნენ. ამის შესახებ ყოფილი პოლიტიკოსი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"წავედით მე და ბასასუნები დასატესტად და დავბრუნდით 4 ცალი კოვიდდადებითი. ცოტა ცუდ დროს დაგვატყდა თავს, თორემ პრობლემა არ არის - გადავიტანთ", - წერს სარიშვილი სოციალურ ქსელში.