მედიის ინფორმაციით, რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს - კვირის პალიტრა

მედიის ინფორმაციით, რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს

რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები უკრაინას ტოვებენ, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„უკრაინაში რუსმა დიპლომატებმა და საკონსულოს თანამშრომლებმა რუსეთში გამგზავრება დაიწყეს", - განაცხადა წყარომ სააგენტოსთან საუბარში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საშიშროების ფონზე რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ნიდერლანდებმა, ლატვიამ, იაპონიამ, ავსტრალიამ და სამხრეთ კორეამ, უკრაინაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდეს.

"ინტერპრესნიუსი"