უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს - კვირის პალიტრა

უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.

როგორც სამინისტროს მიერ განცხადებაშია აღნიშნული, დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო.

„უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17. ამასთან, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.