"მე­ში­ნია. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­ში აი­რია" - კვირის პალიტრა

"მე­ში­ნია. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­ში აი­რია"

უკ­რა­ი­ნა­ში მდგო­მა­რო­ე­ბა ყო­ველ­ წუთს იძა­ბე­ბა. არა­ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა, და­ი­წყე­ბა თუ არა კი­დევ ერთი ომი რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აცხა­დებს, რომ უახ­ლო­ეს რამ­დე­ნი­მე დღე­ში უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის მკა­ფიო შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს და უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რებ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებს 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წყა­როს ცნო­ბით, ჯო ბა­ი­დენ­მა ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რებს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი უახ­ლო­ეს რამ­დე­ნი­მე დღე­ში უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას გეგ­მავს, თუმ­ცა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლის, ჯეიკ სა­ლი­ვა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სა­ბო­ლოო ბრძა­ნე­ბა“ პუ­ტინს ჯერ არ გა­უ­ცია.

რა­დას დე­პუ­ტა­ტი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ლიზა იას­კო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს:

"ჩემი ცხოვ­რე­ბა უკ­რა­ი­ნაა, ჩემი ქვეყ­ნის ის­ტო­რია, გე­ო­პო­ლი­ტი­კა, მტკივ­ნე­უ­ლია. 1990 წელს და­ვი­ბა­დე და შემ­დეგ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ინ­გრა. ჩემი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი თვე­ე­ბი ღრმა კრი­ზის­ში და უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა­ში გა­ვა­ტა­რე.

ჩემი ბავ­შვო­ბა უკ­რა­ი­ნა­ზეა, ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბა ნა­რინ­ჯის­ფერ რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე, ევ­რო­მა­ი­დან­ზე და ომზე. ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის უკ­რა­ი­ნით იყო გაჟ­ღენ­თი­ლი.

ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა პო­ლი­ტი­კაა... და მა­ინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ქვეყ­ნე­ბი და გე­ო­პო­ლი­ტი­კა. და დღეს მე­ში­ნია. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­ში აი­რია. ჩვენ არ ვი­ცით, იქ­ნე­ბა თუ არა კი­დევ ერთი ომი, რა არის პუ­ტი­ნის თავ­ში.

რა იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი. რამ­დე­ნი ჩვენ­გა­ნი იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი და ვინ და რო­გორ დაგ­ვი­ცავს? უკ­რა­ი­ნის მი­მართ დიდი ყუ­რა­დღე­ბაა. ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ლი­ნე­ბა­ში ყოფ­ნა და უცხო­ე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მო­მი­წია, მე­ში­ნია.

მე ყო­ველ­თვის ვიბ­რძო­დი, რომ უკ­რა­ი­ნის­თვის ყუ­რა­დღე­ბა მო­ექ­ცი­ათ. ახლა კი ეს ყუ­რა­დღე­ბა არ­სე­ბობს, მაგ­რამ მი­ზე­ზე­ბი ცუ­დია. ჩემი მე­გობ­რე­ბი­სა და ნაც­ნო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა პა­ნი­კა­შია ან ნაკ­ლე­ბად პა­ნი­კა­შია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მზა­დაა საბ­რძოლ­ვე­ლად თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის.

მაგ­რამ მე აღარ მინ­და ომი. არ მინ­და, რომ ჩემი ქვე­ყა­ნა კვლავ და­ი­ტან­ჯოს. რო­გორ მინ­და სი­მარ­თლე და ახა­ლი გულ­წრფე­ლი რე­ა­ლო­ბა, სა­დაც ომი არ იქ­ნე­ბა.

მე გულ­წრფე­ლად ვუ­ჭერ მხარს უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის. ის, რა თქმა უნდა, არ ელო­და, რომ ასე მოხ­დე­ბო­და, რო­დე­საც ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ახლა უკ­რა­ი­ნას მხა­რი არ და­უ­ჭი­როს.

დაე, ეს პე­რი­ო­დი რთუ­ლი იყოს, მაგ­რამ გა­ვი­ა­როთ და მო­ვი­გოთ, სი­მარ­თლემ გა­ი­მარ­ჯვოს. დაე, ომი არ იყოს. იმე­დია, მსხვერ­პლი არ იქ­ნე­ბა და არ იქ­ნე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბრძო­ლა.

პ.ს. მე მაქვს ეს ფოტო ოქსფორდში სწავ­ლის პე­რი­ო­დი­დან. მა­შინ ვოც­ნე­ბობ­დი, რომ მსოფ­ლიო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და უკ­რა­ი­ნით. ახლა კი არის, მაგ­რამ "შა­ვის" გამო. და ჩვენ გვჭირ­დე­ბა თეთ­რი, თეთ­რი და მსუ­ბუ­ქი.

ომი არ იყოს..." - წერს ლიზა.

წყარო