გარდაიცვალა მომღერალი, რომლის მიერ შესრულებული "ჩაკრულო" კოსმოსში გაიგზავნა - კვირის პალიტრა

გარდაიცვალა მომღერალი, რომლის მიერ შესრულებული "ჩაკრულო" კოსმოსში გაიგზავნა

მომ­ღე­რა­ლი, მუ­სი­კო­სი, კაცი, რომ­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ჩაკ­რუ­ლოც" კოს­მოს­ში გა­იგ­ზავ­ნა, გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ან­სამ­ბლ "შავ­ნა­ბა­დას" ხელ­მძღვა­ნე­ლი, მუ­სი­კო­სი დათო ცინ­ცა­ძე ავ­რცე­ლებს.

"გარ­და­იც­ვა­ლა როს­ტომ სა­გი­ნაშ­ვი­ლი - კაცი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჩაკ­რუ­ლო გა­იგ­ზავ­ნა კოს­მოს­ში! ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს.

ვწუხ­ვარ, რომ ჩვენ­გან წა­ვი­და გა­მორ­ჩე­უ­ლად ლე­გენ­და­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან დიდი მო­გო­ნე­ბა და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებ­და", - წერს ცინ­ცა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ამე­რი­კის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტომ, რო­დე­საც კოს­მოს­ში გა­საგ­ზავნ სიმ­ღე­რებს არ­ჩევ­და, მთე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით, მხო­ლოდ ერთი სიმ­ღე­რა აარ­ჩია და ის როს­ტომ სა­გი­ნაშ­ვი­ლი­სა და ილია ზა­ქა­ი­ძის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ჩაკ­რუ­ლო" იყო.