"უკრაინაზე მიმდინარე ზეწოლა ასევე გამოწვევას უქმნის დასავლეთს" - რას აცხადებს ლიეტუვას პრეზიდენტი?
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სატელეფონო საუბარი გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან და ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერებთან.
სატელეფონო საუბრისას ყურადღება გამახვილდა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე უსაფრთხოების ვითარებაზე, ბელარუსში რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებაზე და ევროკავშირის ქვეყნების ერთობლივ ნაბიჯებზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებების თავიდან ასაცილებლად.
"უკრაინაზე მიმდინარე ზეწოლა ასევე გამოწვევას უქმნის დასავლეთს. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია ავიცილოთ აგრესია და შევინარჩუნოთ მშვიდობის იმედი. საერთაშორისო თანამეგობრობის და განსაკუთრებით ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი საზოგადოების მიმართ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, "სათანადო პასუხი იქნება ევროკავშირისა და უკრაინის პარტნიორობის გაფართოება და უკრაინისთვის უფრო მკაფიო ევროპული პერსპექტივის შეთავაზება. ლიტვა მზადაა უკრაინას ყველა შესაძლო დახმარება გაუწიოს".
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსში რუსული ჯარების მაღალი კონცენტრაცია სერიოზული შეშფოთების მიზეზია.
"ინტერპრესნიუსი"